აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1914)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია.
აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია

აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციარუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ფრონტის შეტევითი ოპერაცია გერმანიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში. ოპერაციის უშუალო მიზანი იყო აღმოსავლეთ პრუსიის დაკავება და ამით ნიადაგის მომზადება გერმანიაში შესაჭრელად.

საფრანგეთის მოთხოვნით რუსეთმა მობილიზაციისა და ჯარების კონცენტრაციის დამთავრებამდე დაიწყო შეტევა, რათა ჩაეშალა გერმანიის მთავარი ძალების შეტევა საფრანგეთზე.

რუსეთის უმაღლესი სარდლობა ვარაუდობდა გაენადგურებინა გერმანიის VIII არმია, არმიების ძალებით. მიუხედავად გენერალი პაველ რენენკამპფის უუნარო ხელმძღვანელობისა, I-მა არმიამ დაამარცხა გერმანელები შტალუპენენთან და გუმბინენთან 17-20 აგვისტოს, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა მათი დევნა. 21-22 აგვისტოს იმის ნაცვლად, რომ შეერთებოდა II არმიას, იგი უმოქმედოდ იდგა. ამით ისარგებლა გერმანელთა სარდლობამ, მარნის ბრძოლის გადამწყვეტ დღეებში გადმოისროლა ჯარები საფრანგეთის ფრონტიდან და რუსეთის II არმიას შეუტია. 26-30 აგვისტოს გარს შემოერტყა მის ცენტრალურ დაჯგუფებას ნოიდენბურგის აღმოსავლეთით და გაანადგურა.

9-15 სექტემბერს გერმანელებმა ძლიერი იერიშით ნემას გაღმა უკუაგდეს რუსეთის I არმია.

რუსეთის ეს მარცხი განაპირობა გენერალ იაკოვ ჟილინსკის უნიათო ხელმძღვანელობამ და გენერალ რენენკამპფის უმოქმედობამ.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!