აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია Territoire français des Afars et des Issas ზღივისიქითა ტერიტორია
|
←
|
1967 — 1977
|
→
|
|
|
დედაქალაქი
|
ჯიბუტი
|
ენა
|
ფრანგული არაბული
|
ფულის ერთეული
|
ჯიბუტის ფრანკი
|
ფართობი
|
23,200 ათ. კმ² (1974)
|
მოსახლეობა
|
350,000 (1974)
|
|
აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია (ფრანგ. Territoire français des Afars et des Issas) — საფრანგეთის „ზღივისიქითა ტერიტორია“, რომელიც არსებობდა 1967-1977 წლებში. როდესაც ტერიტორიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა გარდაიქმნა ჯიბუტის რესპუბლიკად. 1967 წლამდე ტერიტორიას ეწოდებოდა სომალის ფრანგული ნაპირი. აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორიის ისტორია XIX საუკუნის შუა ხანებამდე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სომალის ნახევარკუნძულის სხვა ნაწილების ისტორიასთან. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა აფარების ერთ-ერთ ბელადთან 1862 წელს დადო ხელშეკრულება ობოკის ნავსადგურის „ყიდვის“ შესახებ; ნავსადგურის რაიონი საფრანგეთის ჯარმა დაიკავა. 1896 წელს სომალის ტერიტორია (ცენტრი — ჯიბუტი) საფრანგეთის კოლონიად გამოაცხადეს („სომალის ფრანგული ნაპირი“). XIX საუკუნის ბოლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1946 წელს სომალის ფრანგულმა ნაპირმა ეგრეთ წოდებული „ზღვისიქითა ტერიტორიის“ სტატუსი მიიღო.
1967 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ტერიტორია საფრანგეთის ავტონომიად გამოცხადდა. 1967 წლის ივლისში დადგინდა მნიშვნელოვნად შეზღუდული საშინაო თვითმმართველობა და ქვეყანას ეწოდა აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია. საგარეო ურთიერთობის, თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის საკითხები საფრანგეთის უმაღლესი კომისრის გამგებლობაში დარჩა.
ტერიტორია უმეტესად დასახლებულია სომალიელებით (ისა, გადაბურსი, ხაბარავალი) და აფარებით (დინაკილი). გარდა ამისა ცხოვრობენ არაბები და ევროპელები. მოსახლეობის უმეტესობას შეადგენს მუსლიმან-სუნიტი. აფართა უმეტესობა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის მიმდევარია. ოფიციალურ ენას წარმოადგენს ფრანგული, ხოლო კალენდარი — გრიგორიანულია.
აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია გამოირჩევა მთიანი რელიეფით. ტერიტორიის უმაღლესი ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან 2063 მ-ს აღწევს. ჰავა ცხელი და მშრალი, ტრანზიტულ მდინარეებს მოკლებული. აღსანიშნავია ასალისა და აბეს ტბები. დიდი ყურეა ტაჯურა. გვხვდება ბუჩქნარი, ნათელი ტყეები.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა