ასპაირინგის მთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, სამხრეთ ალპებში. მდებარეობს ფიორდლანდის ეროვნული პარკის ჩრდილოეთით, ოტაგოსა და უესტ-კოსტის რეგიონებს შორის. მიეკუთვნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს — ტე-ვაჰიპაუნამუს.
გეოგრაფია
დაარსდა 1964 წელს და ამ დროისთვის ის ახალი ზელანდიის რიგით მეათე ეროვნული პარკი იყო. ფართობი ამჟამად 3 555 კმ²-ს შეადგენს. ჩრდილო-აღმოსავლეთში კვეთს ჰაასტის უღელტეხილი.
რესურსები ინტერნეტში