ანტონ ვან ლევენჰუკი |
---|
ნიდერლ. Antoni van Leeuwenhoek |
|
დაბ. თარიღი |
24 ოქტომბერი, 1632(1632-10-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
---|
დაბ. ადგილი |
დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[8] |
---|
გარდ. თარიღი |
26 აგვისტო, 1723(1723-08-26)[1] [2] [3] (90 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[8] |
---|
დასაფლავებულია |
Oude Kerk |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა |
---|
საქმიანობა |
ბიოლოგი[9] , ფიზიკოსი[10] , instrument maker, ვაჭრები, მიკრობიოლოგი[10] , accountant[10] , treasurer[10] , გეოდეზისტი[10] და wine measurer[10] |
---|
მეუღლე |
Barbara de Mey[10] და Cornelia Swalmius[10] |
---|
მამა |
Philips Antonisz. van Leeuwenhoek[11] [10] |
---|
დედა |
Margaretha Bel van der Berch[11] [10] |
---|
ჯილდოები |
სამეფო საზოგადოების წევრი |
---|
|
ხელმოწერა |
|
---|
|
ანტონ ვან ლევენჰუკი (ინგლ. Antonie van Leeuwenhoek; დ. 24 ოქტომბერი, 1632, დელფტი — გ. 26 აგვისტო, 1723, დელფტი) — ნიდერლანდელი ბუნებისმეტყველი, მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1680-დან). ამზადებდა ოპტიკურ ლინზებს, რომლებიც 150-300-ჯერ ადიდებდნენ. მათი საშუალებით პირველმა დაინახა და შეისწავლა სპერმატოზოიდი (1667), ბაქტერიები (1683), ერითროციტები, აგრეთვე უმარტივესები, ცალკეული მცენარეული და ცხოველური უჯრედები, ჩანასახები, კუნთოვანი ქსოვილები; შეისწავლა 200-ზე მეტი მცენარისა და ცხოველის ნაწილები და ორგანოები. ლევენჰუკმა აღნიშნა განსხვავება ერთ და ორლებლიან მცენარეთა აგებულებას შორის. პირველმა აღწერა ბუგრების პართენოგენეზი (1695-1700). ცხოველთა განვითარების საკითხში ემხრობოდა პრეფორმიზმს და ამტკიცებდა, რომ სპერმატოზოიდი თავიდანვე შეიცავს ჩამოყალიბებულ ჩანასახს. უარყოფდა თვითჩასახვას.
ლიტერატურა
სქოლიო