ანდრე ფელიბიენი

ანდრე ფელიბიენი (André Félibien; მაისი, 1619 - 11 ივნისი, 1695; sieur des Avaux et de Javercy), ფრანგი არქიტექტორი და ისტორიოგრაფი.

ბიოგრაფია

დაიბადა შარტრში. 14 წლის ასაკში პარიზში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1647 წელს რომში გააგზავნეს საელჩოში მარკიზ დე მარუელის მდივნის მოვალეობით. აქ ის სამსახურებრივად მრავალ ცნობილ ადამიანს ხვდება ლიტერატურაში და ხელოვნებაში. აქ მის მეგობრებს შორის იყო ნიკოლა პუსენიც.

საფრანგეთში დაბრუნებული დაქორწინდა და სამსახურის იმედით პარიზში გადასახლდა. ფუკე და კოლბერი მის ტალანტს ამჩნევენ და შედეგად ის Académie des Inscriptions et Belles-Lettres ერთ-ერთი პირველი წევრი (1663) გახდა. სამი წლის შემდეგ კოლბერის დახმარებით ის მეფის ისტორიოგრაფად დაინიშნა. 1671 წელს ახლად შექმნილი არქიტექტურის აკადემიის მდივანი გახდა, ხოლო 1673 წელს ანტიკურობის კაბინეტის გამგე ბრიონის სასახლეში.

ოფიციალური მოვალეობების შესრულების პერიოდში ფელიბიენი პოულობდა დროს სწავლისა და კვლევისთვის და მრავალი ლიტერატურული შრომა შექმნა. მათ შორის საუკეთესო და ყველაზე უკეთ ცნობილია Entretiens sur les vies et sur les ouvrages des plus excellents peintres anciens et modernes, რომელიც რამდენიმე გამოცემად დაიბეჭდა, პირველი 1666 წელს, ხოლო მეხუთე 1688. რამდენიმე დამატებით ის შემდეგ ამსტერდამში გამოიცა 1706 წელს და შემდეგ ისევე ტრვუქსში 1725 წელს.

მას ეკუთვნის ასევე შრომები Origine de la peinture (1660), Principes de l'architecture, de la sculpture, de la peinture, &c. (1676-1690), და ვერსალის, ლა ტრაპისა და სამეფო რეზიდენციების ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების აღწერები. ფელიბიენის ნეოკლასიკური ხელოვნების მონუმენტების ესთეტიურ ღირებულებათა კოდიფიკაცია მის ყველაზე ღირებულ მემკვიდრეობად ითვლება. გარდაიცვალა პარიზში 1695 წელს.


Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!