ალექსანდრე ჯაბადარი

ეს სტატია საზოგადო მოღვაწეს ეხება. ინჟინერ-მეტალურგის შესახებ იხილეთ ალექსანდრე ჯაბადარი (ინჟინერ-მეტალურგი).

ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი (დ. 24 ივნისი [ძვ. სტ. 12 ივნისი], 1851, საგარეჯო ― გ. 4 აპრილი, 1933, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერი, ჟურნალისტი, რედაქტორ-გამომცემელი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში (ახლანდელი მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გაირიცხა აკადემიიდან. XIX საუკუნის 90-იან წლებიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1872 მისი თაოსნობით დაარსდა „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა“, მანვე გახსნა წიგნსაცავი-სამკითხველო ახალგაზრდობისათვის, აგრეთვე მოაწყო სტამბა და ცინკოგრაფია. გამოსცა ქართველ კლასიკოსთა თხზულებები. იყო ჟურნალ „მოამბის“ დროებითი რედაქტორი ( №№ 5-9) და საგამომცემლო საზოგადოების თავმჯდომარე (1894-1895). გაზეთ „ცნობის ფურცლისა“ და მისი ყოველკვირეული „სურათებიანი დამატების“ რედაქტორ-გამომცემელი (1901-1906). მისი მემუარები დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“ (1934, № 1-6).

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!