ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Alejandro de Humboldt) — ეროვნული პარკი კუბაში, ოლგინისა და გუანტანამოს პროვინციების ტერიტორიაზე. პარკს სახელი ეწოდა გერმანელი მეცნიერის, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პატივსაცემად, რომელიც კუნძულს 1800-1801 წლებში სტუმრობდა.
2001 წელს პარკი იუნესკოს მიერ შეყვანილი იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მრავალი კრიტერიუმის გამო. მათ შორის: ფართობი, სიმაღლე ზღვის დონიდან, ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ენდემური ფლორისა და ფაუნის სიმრავლე.
მდინარეები, რომლებიც პარკში მდებარე მწვერვალებიდან იღებენ სათავეს, უდიდესია კარიბის კუნძულების მდინარეებს შორის. პარკი მიჩნეულია კუბის ყველაზე ტენიან ადგილად, რითაც განპირობებულია ბიოლოგიური მრავალფეროვნება.[1] პარკს უჭირავს 711.38 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უმაღლესი ადგილია მთა ელ-ტოლდო (3.832 მ)[2]
კუბის 28 სახეობის ენდემური მცენარიდან 16 სწორედ ამ პარკშია დაცული. ფლორიდან წარმოდგენილია თუთიყუშის მრავალი სახეობა, ხვლიკები, კოლიბრები, ნუტრია, ლოკოკინები.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო