ალექსანდერ ლიბერმანი (Alexander Liberman; 4 სექტემბერი, 1912 - 19 ნოემბერი, 1999) — რუსი-ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, გამომცემელი.
დაიბადა კიევში, განათლება მიიღო პარიზში, სადაც გამომცემლის კარიერას მიჰყო ხელი ჟურნალში Vu. 1941 წელს ნიუ-იორკში ემიგრირების შემდეგ დაიწყო მუშაობა გამომცემლობაში Conde Nast Publications, სადაც მალე რედკოლეგიის დირექტორი გახდა (1962-94).