ალექსანდერ ზუპანი (გერმ. Alexander Supan; დ. 3 მარტი, 1847, ინიხენი — გ. 7 ივლისი, 1920, ბრესლაუ) — ავსტრიელი გეოგრაფი და მეტეოროლოგი. წარმოშობით სლოვენიელი. 1881 წლიდან ჩერნოვცის უნივერსიტეტის პროფესორია, 1884-1909 წლებში იყო გეოგრაფიული ჟურნალის „Petermann’s geographische Mitteilungen“-ის რედაქტორი. 1909-1916 წლებში გეოგრაფიის პროფესორი ბრესლაუში. მისი მთავარი შრომაა საუნივერსიტეტო კურსი „ფიზიკური გეოგრაფიის საფუძვლები“, რომელიც გამოიცა ლაიფციგში 1884 წელს. მისი სხვა შრომები მიეძღვნა ავსტრია-უნგრეთის გეოგრაფიას, დედამიწის მოსახლეობის მიმოხილვას, ევროპის სახელმწიფოების კოლონიების ტერიტორიულ განვითარებას.
ლიტერატურა
- გიორგი გეხტმანი, გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1942.
სქოლიო