ალბერტ სეიბინი

ალბერტ სეიბინი
ინგლ. Albert Bruce Sabin
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1906(1906-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ბელოსტოკი[7]
გარდ. თარიღი 3 მარტი, 1993(1993-03-03)[1] [2] [3] [4] [6] (86 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი
დასაფლავებულია არლინგტონის ეროვნული სასაფლაო[8]
მოქალაქეობა  აშშ
 რუსეთის იმპერია
საქმიანობა ვირუსოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, გამომგონებელი, პათოლოგანატომი, იმუნოლოგი, ეპიდემიოლოგი და ექიმი
მუშაობის ადგილი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი და ცინცინატის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
ჯილდოები ბავარიული ორდენი დამსახურებისთვის, მეცნიერების ეროვნული მედალი, ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის[9] , თავისუფლების მედალი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, „გამოჩენილი ამერიკელების“ სერია, რობერტ კოხის პრემია[10] [11] , ედუარდ მიდის პრემია, ბრაზილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰაუარდ ტეილორ რიკიტსის პრემია[12] და ჯონ ჰაულენდის პრემია[13]
საიტი sabin.org

ალბერტ ბრიუს სეიბინი (ინგლ. Albert Bruce Sabin /ˈsbɪn/, ნამდვილი სახელი და გვარი — აბრამ საპერშტაინი; დ. 26 აგვისტო, 1906, ბელოსტოკი — გ. 3 მარტი, 1993, ვაშინგტონი) — პოლონური წარმოშობის ამერიკელი ექიმი და მიკრობიოლოგი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოლიომიელიტის დასალევი ვაქცინის შემქმნელი. ასევე ცნობილია ადამიანის ვირუსული დაავადებების, ტოქსოპლაზმოზისა და კიბოს კვლევებით.

სეიბინი მშობლებთან ერთად აშშ-ში 1921 წელს გადავიდა საცხოვრებლად და ცხრა წლის შემდეგ ამერიკის მოქალაქე გახდა. 1931 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. აქვე დაიწყო ადამიანის პოლიომიელიტის კვლევა. ორი წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა ნიუ-იორკის ბელვიუს საავადმყოფოში. შემდეგ სწავლობდა ლონდონის ლისტერის პრევენციული მედიცინის ინსტიტუტში. 1935 წელს შეუერთდა როკფელერის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის გუნდს ნიუ-იორკში, სადაც პირველმა აჩვენა პოლიოვირუსის ზრდა ადამიანის ნერვულ ქსოვილში ორგანიზმის გარეთ. 1939 წელს სეიბინი გახდა ცინცინატის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის პედიატრიის ასოცირებული პროფესორი და კოლეჯის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევითი ფონდის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი. შემდგომში გახდა კვლევითი პედიატრიის პროფესორი. კოლეჯში მუშაობისას მან უარყო გაბატონებული თეორია, რომ პოლიოვირუსი ორგანიზმში ცხვირისა და სასუნთქი სისტემის გზით ხვდება; აჩვენა, რომ ადამიანის პოლიომიელიტი პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციაა.[14]

სეიბინმა ივარაუდა, რომ ცოცხალი, დასუსტებული (ატენუირებული), პირის გზით მიღებული ვირუსი უფრო ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფდა, ვიდრე მოკლული და ინიექციით შეყვანილი. 1957 წელს გამოყო პოლიოვირუსის სამივე ტიპის შტამი, რომლებიც არ იყვნენ საკმარისად ძლიერები თავად გამოეწვიათ დაავადება, მაგრამ შეეძლოთ ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირება. შემდეგ დაიწყო ამ შესუსტებული შტამების ადამიანის ორგანიზმში პირის გზით შეყვანის ექსპერიმენტები. კვლევებში თანამშრომლობდნენ ჩატარდა მექსიკელი, ნიდერლანდელი და საბჭოთა მეცნიერები. საბოლოოდ, ბავშვებზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა საველე კვლევებმა ახალი ვაქცინის ეფექტურობა აჩვენა. სეიბინის დასალევი ვაქცინა აშშ-ში 1960 წელს დამტკიცდა გამოსაყენებლად და მთელ მსოფლიოში პოლიომიელიტისაგან დაცვის მთავარი საშუალება გახდა.[14]

სეიბინმა ასევე გამოყო B ვირუსი, ჩაატარა კვლევები, რომლებსაც მოჰყვა პაპატაჩის ცხელებისა და დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა, შეისწავლა ვირუსების მიმართ იმუნიტეტის განვითარება, გამოიკვლია ნერვულ სისტემაზე მოქმედი ვირუსები, შეისწავლა ვირუსების როლი სიმსივნის განვითარებაში. სეიბინი 1971 წელს გახდა ცინცინატის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. 1974–1982 წლებში იყო სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (ჩარლსტონი) მკვლევარი პროფესორი.[14]

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!