ალ-მანსურ ბილაჰი (სრული სახელი — აბუ ტაჰირ ისმაილ ალ-მანსურ ბილაჰი, არაბ. المنصور بالله الفاطمي დ. 913 — გ. 19 მარტი, 953) — ფატიმიდების სახალიფოს მე-3 ხალიფა 946-953 წლებში, ალ-ქაიმის ვაჟი.
ალ-მანსურმა ხალიფის ტიტულის მიღებისთანავე ტუნისში დაიწყო თავისის სახელობის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 950 წელს დასრულდა. ხალიფამ დედაქალაქი მახდიიდან სწორედ ახლადაშენებულ მანსურიაში გადაიტანა და იქ გაატარა თავისი მმართველობის წლები. მის დროს ფატიმიდებმა აბუ იაზიდის მძვინვარე აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, ომაიანები მაროკოდან განდევნეს, შემოიერთეს აღლაბიდების შემორჩენილი სამთავროები აფრიკაში. 953 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, სახალიფოს ტახტი კი თავის ახალგაზრდა ვაჟს, ალ-მუიზს ერგო.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა