ალ-აზიზ ბილაჰი

აბუ მანსურ ნიზარ ალ-აზიზ ბილაჰი
‎‎أبومنصور نزار العزيز بالله‎‎
ფატიმიდების სახალიფოს მე-5 ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 975
მმართ. დასასრული: 996
წინამორბედი: ალ-მუიზი
მემკვიდრე: ალ-ჰაკიმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 მაისი, 955
გარდ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 996
შვილები: ალ-ჰაკიმი
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ალ-მუიზი
რელიგია: შიიტური ისლამი

ალ-აზიზ ბილაჰი (სრული სახელი — აბუ მანსურ ნიზარ ალ-აზიზ ბილაჰი, არაბ. أبومنصور نزار العزيز بالله‎‎ დ. 9 მაისი, 955 — გ. 13 ოქტომბერი, 996) — ფატიმიდების სახალიფოს მე-5 ხალიფა 975–996 წლებში, ალ-მანსურ ბილაჰის ვაჟი.

975 წელს, მამამისი სირიაში ლაშქრობის დროს გარდაიცვალა და ხალიფობა მაშინვე გადაიბარა. ალ-აზიზს მემკვიდრეობით ერგო ძლიერი და ორგანიზებული სახელმწიფო. ალ-აზიზმა დაასრულა ალ-მუიზის მიერ დაწყებული სირია-პალესტინის დაპყრობის პროცესი. მანვე დააფუძნა თურქი მონებისგან ახალი არმია, რომლის წევრებს მოგვიანებით მამლუქები ეწოდათ.

ალ-აზიზის ზეობის დროს ფატიმიდების ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა აფრიკასა და აზიაში. მუსლიმთა წმინდა ქალაქებმა, მექამ და მედინამ ხალიფის სიუზერენიტეტი აღიარეს. სახალიფოში განვითარდა ვაჭრობა, გაფართოვდა კულტურისა და გავლენის სფეროები. ალ-აზიზ ბილაჰი დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას და ხელს უწყობდა ისლამის განვითარებას. მისმა მსახურებმა დიდი წინსვლების შემდეგ ჩინეთშიც კი დაიწყეს ისლამური მოძღვრების გავრცელება.

ალ-აზიზი 996 წელს გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ალ-ჰაკიმმა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Samy S. Swayd (2006). Historical dictionary of the Druzes. Volume 3 of Historical dictionaries of people and cultures (illustrated ed.). Scarecrow Press. p. xli. ISBN 0810853329. Retrieved April 4, 2012. The fifth caliph, al-'Aziz bi-Allah (r.975-996). . . In his time, the Fatimi "Call" or "Mission" (Da'wa) reached as far east as India and northern China.

სქოლიო

წინამორბედი:
ალ-მუიზი
ფატიმიდი ხალიფა
975-996
შემდეგი:
ალ-ჰაკიმი

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!