აზერბაიჯანი 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზედიუსელდორფში, გერმანიაში წარსდგა სიმღერით „Running Scared“, რომელიც Eldar & Nigar-მა შეასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.[1]
ევროვიზიამდე
Milli Seçim Turu
Milli Seçim Turu 2011აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებული ნაციონალური ფინალი იყო რომლის მეშვეობითაც იმავე წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წარმომადგენელი შეირჩა. შეჯიბრი 2010 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და საბოლოოდ, გამარჯვებული 2011 წლის 11 თებერვალს გამოვლინდა.
ფორმატი
კონკურსის ფორმატი ცხრა შოუს მოიცავდა: შვიდი კვირის განმავლობაში ჩატარებულ ტურებს, რომლებიც 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ტარდებოდა, 5 დღის განმავლობაში. ნახევარფინალი 2011 წლის 10-14 იანვარს ჩატარდა, ხოლო ფინალი 2011 წლის 11 თებერვალს გაიმართა. ტურების დროს და ნახევარფინალში ყოველი მონაწილე უცხოურ სიმღერას (ორშაბათი), აზერბაიჯანულ სიმღერას (სამშაბათი), ევროვიზიაზე უკვე გაჟღერებულ სიმღერას (ოთხშაბათი) და ჟიურის მიერ შერჩეულ სიმღერას (ხუთშაბათი) ასრულებდა. ტურში გამარჯვებულ კონკურსანტებს ჟიური პარასკევს აცხადებდა.
შვიდი ტურის და ნახევარფინალის გამარჯვებულები ჟიურის შეფასებისა და ტელემაყურებელთა მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობის მიხედვით გამოავლინეს. ყოველი ტურის გამარჯვებული ნახევარფინალში გადადიოდა. ჟიურის კიდევ 2 კონკურსანტის შერჩევის უფლება ჰქონდა. ნახევარფინალში გადასული 9 კონკურსანტიდან 4 ფინალში გადადიოდა. ფინალისტებიდან ჟიური ინდივიდუალურად ირჩევდა გამარჯვებულს. შესარჩევი შვიდი ტური და ნახევარფინალი აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში გაიმართა, რომლის წამყვანებიც ჰუსნი მაჰარამოვა და ლეილა ალიევა იყვნენ, ხოლო ფინალი აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელწმიფო აკადემიურ თეატრში, რომლის წამყვანიც ლეილა ალიევა იყო.
მონაწილეები
აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსში მონაწილეობის მსურველები 2010 წლის 6 ოქტომბრიდან მიიღო. კონკურსანტები აზერბაიჯანის მოქალაქეები ან აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.[2] 120 კანდიდატიდან კონკურსისთვის 77 კონკურსანტი შეირჩა.[3][4] კონკურსანტებს შორის იყო ილგარა კაზიმოვაც, აზერბაიჯანელი პოპ მომღერლის, აიგუნ კაზიმოვას ქალიშვილიც.[5]
პირველი ტური
პირველი ტური 2010 წლის 15-19 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ათი კონკურსანტი მონაწილეობდა. თარიქ იითი კონკურსის პირველ დღეს მონაწილეობდა, რის შემდეგაც დისკვალიფიცირდა. ნახევარფინალში ჩინგიზ მუსტაფაევი გადავიდა.
თანმიმდევრობა
შემსრულებელი
ქულები
ადგილი
1
ხანა ჰასანოვა
4
7
2
აიგუნ ისმაილოვა
6
5
3
ადილ ბახიშლი
10
2
4
ტოფიგ ჰაჯიევი
5
6
5
ჩინგიზ მუსტაფაევი
12
1
6
თარიქ იითი
—
—
7
ულვია აბასოვა
3
8
8
გულჩორა ბაბაევა
2
9
9
Next
8
3
10
ხულფუნაზ რაჯაბოვა
7
4
მეორე ტური
მეორე ტური 2010 წლის 22-26 ნოემბერს გაიმართა. მასში 11 მომღერალი მონაწილეობდა. ნახევარფინალში ნურლან ნოვრასლი გადავიდა.
თანმიმდევრობა
შემსრულებელი
ქულები
ადგილი
1
ისთ გრუვი
8
3
2
ფიზა ნადიროვა
4
7
3
სიტარა ნასიროვა
5
6
4
ემინ ჰასანი
2
9
5
ნაზრინ ზარბალიევა
3
8
6
ულვი რაშიდოვი
10
2
7
გუნაი ალაკბაროვა
7
4
8
იეგანა აღაევა
0
11
9
შორა საფარალიევა
6
5
10
ულვია ტალიშინსკაია
1
10
11
ნურლან ნოვრასლი
12
1
მესამე ტური
მესამე ტური 2010 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩატარდა. მასში 11-მა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ნახევარფინალშიო გიუნაი იბრაჰიმლი გადავიდა. 6 დეკემბერს ნოკოლა ბარკლიმ ჟიურისგან ნახევარფინალში გადასვლის უფლება მიიღო, თუმცა შემდეგში ავადმყოფობისა და კონკურსში ცვლილებების შეტანის შემდეგ მონაწილება ვეღარ შეძლო.[6][7]
თანმიმდევრობდა
შემსრულებელი
ქულები
ადგილი
1
დილშან იბადოვა
3
8
2
გიუნაი იბრაჰიმლი
12
1
3
ხაიამ ნისანოვი
8
3
4
სევინჯ აღაშირინოვა
5
6
5
ქანან გადიმოვი
6
5
6
ნიგარ ბაბაევა
2
9
7
ორხან აღაევი
7
4
8
ფარიდ მამადოვი
1
10
9
ნაზირ აღაევი
0
11
10
ნიკოლა ბარკლი
10
2
11
რინათ ალიმოვი
4
7
ევროვიზიაზე
აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალში მე-18 შემსრულებლად გამოვიდა, შოუს მეორე ნახევარში და 122 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რითიც ფინალში მონაწილეობის უფლებაც მიიღო.[8] ფინალში ჟიურის ხმებით აზერბაიჯანი მეორე ადგილზე გავიდა (იტალიის შემდეგ), თუმცა მაყურებელთა ხმებით პირველი ადგილი დაიაკავა.[9]
ნახევარფინალში აზერბაიჯანმა მეორე ადგილი დაიკავა 122 ქულით: 124 ქულა მას აზერბაიჯანის ტელეხმების მეშვეობით მიენიჭა, რითიც მეორე ადგილი დაიკავა და ამავდროულად, ჟიურის მიენ მინიჭებული 109 ქულითაც მეორე ადგილზე გავიდა. ფინალში აზერბაიჯანმა 221 ქულა დააგროვა: 223 ქულა მაყურებელთა ხმებით, რითიც პირველ ადგილზე გავიდა და 182 ქულა ჟიურის შეფასებით, რითიც მეორე ადგილზე გავიდა. აზერბაიჯანმა საშუალოდ ყოველი ქვეყნისგან 5.14 ქულა მიიღო, რითიც მაშინდელი ხმის მიცემის სისტემის შემთხვევაში რეკორდი დაამაყარა - 1975 წლიდან 2015 წლის ჩათვლით აზერბაიჯანმა ყველაზე ცოტა ქულით შეძლო კონკურსის მოგება.