ადამ მიშელ ლამბერტი (ინგლ.Adam Mitchel Lambert; დ. 29 იანვარი, 1982) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 2009 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 3 მილიონამდე ალბომი და 5 მილიონამდე სინგლი.[1][2]
მან პოპულარობა სიმღერების კონკურსის სატელევიზიო გადაცემის „ამერიკელი კერპის“ მერვე სეზონში მონაწილეობით მოიპოვა.[3] ამის შემდეგ, მან გამოუშვა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით: „თქვენი გართობისთვის“, რომელმაც ამერიკაში, ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომში მესამე ადგილი დაიკავა.[4] ალბომი მოიცავს რამდენიმე სინგლს, მათ შორისაა სინგლი „რა გინდა ჩემგან“, რომლის შესრულებითაც ლამბერტს გრემის ნომინაცია მიენიჭა.[5]
2012 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი სახელწოდებით „შეურაცხყოფა“, ალბომმა ბილბორდ 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა. 2015 წელს გამოუშვა მესამე ალბომი „The Original High“, რომელიც ბილბორდ 200-ზე ამჯერად მესამე ადგილზე გავიდა.