ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში.
БРДМ-2 — БРДМ-1-ის შემდეგი მოდელი. იწარმოებოდა 1965-89 წლებში.
კონსტრუქცია
წინა ნაწილში მოთავსებული იყო მართვის განყოფილება, ხოლო უკან კი შიგაწვის ძრავი. ასეთი განლაგება უფრო სწრაფად ცურვის შესაძლებლობას იძლეოდა, ვიდრე ეს БРДМ-1-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი, ასევე გაფართოვდა მძღოლის სამუშაო ადგილი. მანქანა იყო ჰერმეტიკულად დახურული, ზემოდან კი დამაგრებული იყო სხვადასხვა აგრეგატები და მექანიზმები.
შეიარაღება
БРДМ-2-ს დაყენებული ჰქონდა ВПУ-1 შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი ПКТ, რომელიც დამონტაჟებული იყო მის კოშკურაზე, ტყვიამფრქვევს ჰქონდა ტელესკოპური ხელსაწყო ПП61А, მართვადი სამიზნე, სროლის ჰორიზონტალური კუთხე 180 გრადუსი, ხოლო ვერტიკალური – 5-დან 30-მდე. ღამის პირობებში უყენებდნენ ღამის ხედვის ხელსაწყოს ТБНО-2Г, ცალკე მეთაურს სათვალთვალო ხელსაწყო ТКП-2-ის ნაცვლად ეყენა ТКН-1. რადიოკავშირს უზრუნველყოფდა П123, სავალი ნაწილი კი არ განსხვავდებოდა БРДМ-1-ისგან.
БРДМ-2ПХ - ქიმიური დაზვერვის მანქანა აღჭურვილი იყო ქიმიური და რადიაციული დაზვერვის მოწყობილობა ВПХП-ით, ავტომატური გაზის ანალიზატორი ГЦА12-ით, რადიომეტრით - 9П5А და რენდგენომეტრით - ГП3Б. ქარის მოძრაობის გამოსათვლელად ჰქონდა 6 საკვამლე ყუმბარა РГД-2 და 40-მმ ქიმიური საყვირი ЦХТ.
БРДМ-2У - მართვის ცენტრი
9К31 СТРЕЛА 1 - მისი ანალოგის "СТРЕЛА 1"-ის თვითმავალი ვერსია, რომელიც БРДМ2-ზეა დამონტაჟებული.