Zoo TV: Live from Sydney — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს ვიდეო, რომელიც ასახავს 1993 წელს სიდნეიში გამართულ კონცერტს.
ისტორია
Zoo TV იყო სიდნეიში ჩატარებული ორი კონცერტიდან რიგით მეორე გამოსვლა. წინა საღამოს მოწყობილი შოუ პრაქტიკულად გამოყენებული იყო რეპეტიციისათვის. საგულისხმოა, რომ ადამ კლეიტონი ამ კონცერტს არ ესწრებოდა. იგი გამოჩნდა მეორე წარმოდგენაზე.
რამდენიმე წლის შემდეგ ბონომ ეს შოუ მიმოიხილა ჟურნალში Rolling Stone. მისი თქმით, კლეიტონს კარგად ესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა, ჯგუფის უკანასკნელი შოუ ყოფილიყო.
იმ დროისთვის ეს იყო ოთხეულის ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენა, რომელიც ითავსებდა როკ-კონცერტსა და თეატრალიზებული შოუს ელემენტებს, ვეებერთელა ეკრანებით და პირდაპირი ტელე-ჩართვებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან.
სიმღერების სია
- „Show Opening“
- „Zoo Station“
- „The Fly“
- „Even Better Than the Real Thing“
- „Mysterious Ways“
- „One“
- „Unchained Melody“
- „Until the End of the World“
- „New Year's Day“
- „Numb“
- „Angel of Harlem“
- „Stay (Faraway, So Close!)“
- „Satellite of Love“
- „Dirty Day“
- „Bullet the Blue Sky“
- „Running to Stand Still“
- „Where the Streets Have No Name“
- „Pride (In the Name of Love)“
- „Daddy's Gonna Pay For Your Crashed Car“
- „Lemon“
- „With or Without You“
- „Love Is Blindness“
- „Can't Help Falling in Love“
დამატებითი მასალა
- „Tryin' to Throw Your Arms Around the World“ და „Desire“ — გადაღებული ნიუ-იორკში, 1992 წლის 29 და 30 აგვისტოს
- „The Fly“ და „Even Better than the Real Thing“ — გადაღებული კონცერტზე შეაჩერეთ სელაფილდი, მანჩესტერი, 1992 წლის 19 ივნისი
- დოკუმენტური ფილმები
- A Fistful of ZooTV
- ZooTV – The Inside Story
- Trabantland
- სპეციალური მასალა
- ვიდეოაღიარება
- „Numb“ - კარაოკე მიქსი
- ფუნქციები კომპიუტერისათვის
- დამალული სექციები
იმ საღამოს დაკრული ყველა სიმღერა შეტანილია ამ ფილმში, მაგრამ გამოტოვებულია „Tryin' to Throw Your Arms Around the World“, რომელიც შესრულდა სიმღერებს „Numb“ და „Angel of Harlem“ შორის. ბევრი თვლის, რომ ამის მიზეზი არის ბონოს მიერ სცენაზე არასრულწლოვან გოგონასთან ერთად დალეული შამპანიურის ჭიქა, მაგრამ სხვები თვლიან, რომ ჯგუფი უბრალოდ უკმაყოფილო იყო ამ შესრულებით.
პრობლემები
როდესაც იაპონიაში ეს კონცერტი პირველად აჩვენეს, მოყვარულების დიდი რაოდენობა უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც სიმღერის The Fly დროს ეკრანებზე, უამრავ სხვა ფსევდო-ლოზუნგთან ერთად თითქოს გამოჩნდა ახლავე დაბომბეთ იაპონია. სინამდვილეში ეს არ იყო პირდაპირი მოწოდება, არამედ წარმოადგენდა მთლიანად მედიასაშუალებების სატირული ვარიანტის ნაწილს. 2007 წლის აგვისტოში შოუს დიზაინერმა, უილი უილიამსმა განაცხადა, რომ თავის დროზე ეს გაუგებრობა ჟურნალისტის გამო მოხდა და სინამდვილეში ასეთი ფრაზა არ ყოფილა შემთხვევითი ფრაზების კრებულში.
ალბომი
პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [6] |
Zoo TV Live, როგორც საკონცერტო ალბომი, გამოიცა 2006 წელს. ეს ორმაგი დისკი გამოიცა შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ჯგუფის ფან-კლუბის წევრებისათვის. მასში შეტანილია ტურნეს Zoo TV ცნობილი ავსტრალიური კონცერტის ჩანაწერი.
სიმღერების სია
დისკი 1
- „Show Opening“ – 3:15
- „Zoo Station“ – 4:47
- „The Fly“ – 4:47
- „Even Better Than the Real Thing“ – 5:21
- „Mysterious Ways“ – 6:24
- „One“ – 4:39
- „Unchained Melody“ – 1:26 (ჰაი ზარეტი, ალექს ნორზი)
- „Until the End of the World“ – 5:00
- „New Year's Day“ – 4:55
- „Numb“ – 4:22
- „Angel of Harlem“ – 4:20
- „Stay (Faraway, So Close!)“ – 5:35
- „Satellite of Love“ – 3:50 (ლუ რიდი)
დისკი 2
- „Dirty Day“ – 5:39
- „Bullet the Blue Sky“ – 5:24
- „Running to Stand Still“ – 5:37
- „Where the Streets Have No Name“ – 5:39
- „Pride (In the Name of Love)“ – 6:23
- „Daddy's Gonna Pay For Your Crashed Car“ – 4:44
- „მაკფისტოს საუბარი“ – 4:35
- „Lemon“ – 5:13
- „With or Without You“ – 4:21
- „Love Is Blindness“ – 5:29
- „Can't Help Falling in Love“ – 2:44
დამატებითი სიმღერა
- „Tryin' to Throw Your Arms Around the World“ (გადაცემიდან Zoo TV Special, ჩაწერილია იანკების სტადიონზე, 29 აგვისტო 1992) – 3:52
- ეს სიმღერა არ არის შეტანილია ფილმში Zoo TV: Live from Sydney, თუმცა შესრულდა იმავე საღამოს.
პოსტერები
გამოცემაში შეტანილი იქნა შეზღუდული რაოდენობით დაბეჭდილი ZooTV-ს პერიოდის პოსტერები. მათზე გამოყენებულია ალბომის გარეკანზე გამოსახული ბიჭუნას სახე.
პერსონალი
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კომპილაციები და EP-ები | |
---|
| სხვა ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო და ფილმები | |
---|
| ტურნეები და კონცერტები | |
---|
| პერსონალი | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|