The New Order არის პირველი პირის ხედვით. სიუჟეტი დაყოფილი არის თავებად, დასაწყისში მორალური არჩევანი მთლიანად ცვლის თამაშის მიმდინარეობას; ზოგიერთი პერსონაჟი და მცირე ზომის სიუჟეტი იცვლება მიმდინარეობისას. თამაშში არის სხვადასხვა სახის იარაღი, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ერთ ხელით, ასევე ორი ხელითაც.
მისი შემუშავება დაიწყო 2010 წელს, მას შემდეგ რაც MachineGames-მა id Software-სგან მიიღო უფლება ფრენჩაისზე. შემქმნელთა ჯგუფმა თამაში წარმოადგინა, როგორც პირველი პირის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის თამაში. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინა სერიები. შემქმნელებმა ძირითადი აქცენტი გაამახვილეს საბრძოლო ელემენტებზე
გამოსვლის შემდეგ, Wolfenstein: The New Order-მა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსებისგან. შექება ძირითადად დაიმსახურა საბრძოლო სისტემამ და თხრობითი სტილმა. იგი ნომინირებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე, მათ შორის - "წლის თამაში" და ასევე "საუკეთესო მსროლელის" ჯილდო თამაშების სხვადასხვა მიმოხოლველი გამომცემლებისაგან. 2015 წლის მაისს გამოვიდა დამატება სახელწოდებით Wolfenstein: The Old Blood - PC, PlayStation 4-ისა და Xbox One პლატფორმებზე . მისი შემქმნელად კვლავ Machinegames და Bethesda Softworks გვევლინებიან.
გეიმპლეი
Wolfenstein: The New Order არის მოქმედებითი-სათავგადასავლოსა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის ვიდეო თამაში. მასში გამოყენებული არის ჯანმრთელობის მაჩვენებელის სისტემა, სადაც პერონაჟის ჯანმრთელობა დაყოფილია სექციებად; იგი რეგენირდება იმ შემთხვევაში, თუ მთელი სექცია დაიკარგება - მოთამაშემ უნდა გამოიყენოს პირველდი დახმარების აფთიაქი დაკარგული ჯანმრთელობის შესავსებად.[1]
მტერთან შესაბრლძოებლად მოთამაშე ერთვება ხელჩართულ ბრძოლაში, იყენებს ცეცხლსასროლ იარაღებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ხელჩართული ბრძოლა მიმართულია მტრის გასანეიტრალებლად, ზედმეტი ხმაურის თავიდან აცილების მიზნით. ასევე მოთამაშეს შეუძლია ჩაუსაფრდეს მტერს, რაც ხშირად იწვევს შეტაკებას ორ მხარეს შორის..[2]
მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაცვის სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს; მოთამაშეს გააჩნია კედელზე ამოფარვის დროს გადახრა - გადმოხრის შესაძლებლობა, რომელიც გამოყენება ტაქტიკურ უპირატესობად ორმხრივი სროლისა და დამალვის დროს.[3] თამაშში არის იარაღების ფართო არჩევანი; მათი მოძებნა შესაძლებელია მიწაზე, მკვდარი ადამიანის გარშემო და ა.შ. ტყვია-წამლის მოპოვება ხდება იარაღის მსგავსად.[4] მოთამაშეს აქვს წვდომა იარაღების ინვენატართან, რაც საშუალებას აძლევს ატაროს იმდენი იარაღი რამდენის მოძიებასაც შეძლებს. მოთამაშეს ასევე რამდენიმე სახის ირაღის ორი ხელით გამოყენების შესაძლებლობა აქვს, რაც მტრებისთვის ორმაგი ზიანის მიყენების უპირატესობას იძლევა.[2] ასევე მოთამაშე თავისი სურვილისამებრ გარდაქმნის და ანახლებს იარაღებს.[5]
სიუჟეტი
შავი მზის პორტალის განადგურებიდან სამი წლის შემდეგ, ნაცისტებმა შეიმუშავეს მოწინავე ტექნოლოგიები, რაც საშუალებას აძლევდა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ მოკავშირეთა წინააღმდეგ. 1946 წლის 16 ივლისს, გამთენიისას აშშ-ის ცპეცდანიშნულების კაპიტანი ბლაზკოვიჩი და ასევე მისი თანამებრძოლნი ფერგიუს რიდი და პრობსტ უაიტი იღებენ მონაწიელობას მოკავშირეების მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვაში - მიმართული მათი მტრის გენერალ ვილჰელმ "თავისქალა" შტრასსე იარაღების ლაბორატორიის გასანადგურებლად. ოპერაციის მსვლელობისას სამივე ჯარისკაცი დტყვედ ჩავარდება და მიჰყავთ ნაცისტების ლაბორატორიაში, სადაც ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე. ლაბორატორიაში გენერალი აიძულებს ბლაზკოვიჩს აირჩიოს რომელი მოკლას პრობსტ უაიტი თუ ფერგიუს რიდი. (დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე). ამის შემდეგომ, ისინი ახერხებენ თავის დაღწევას, თუმცა გაქცევის დროს ბლაზკოვიჩი იღებს თავის ტრავმას და ვარდება კომაში. იგი მიჰყავთ პოლონეთის ერთ-ერთ პსიქიატრიულ თავშესაფარში, სადაც 14 წლის განმავლობაში არის ვეგეტატიურ მდგომარეობაში და ვერ ახერხებს ადგომას. მას უვლის თავშესაფრის მთავარი მედდა ანია ოლივა.
ბლაზკოვიჩის თავშესაფარში მიღებიდან 14 წლის შემდეგ, ნაცისტებმა გადაწყვიტეს დაწესებულების გაუქმება და პაციენტების გაჟლეტვა. სწორედ ამ მომენტში, ბლაზკოვიჩი გამოდის მდგომრებიდან მაშინ, როდესაც გადაწყვეტილია მისი სიკვდილით დასჯა. იგი კლავს ნაცისტების ჯგუფს და ანიასთნ ერთად ახერხებს გაქცევას.[6] ის და ანია მანქანით წავლენ ანიას ბებიასთან და ბაბუასთან. აქ იგებენ ნაცისტების გამარჯვებას ომში, აშშ კაპიტულაციასა და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების დაპატიმრებას. ბლაზკოვიჩი კითხავს შეპყრობილ თავშესაფრის ოფიცერს (იგი დამალული იყო მანქანის საბარგულში). მისგან იგებს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები არიან ბერლინში. მანამ სანამ ბერლინში გაემგზავრებიან, ანიას დიდი ბაბუა და ბებია მას და ბლაზკოვიჩს ეხმარებიან შჩეცინის გამშვები პუნქტის გადალახვაში. ჩასვლისთანავე ბლაზკოვიჩი ათავისუფლებს ერთ-ერთ მის მეგობარს, რომელიც გადაარჩინა 14 წლის წინ. (ფერგიუსს ან უაიტს).[7] იქ ასევე აღმოაჩენს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა აღდგენილი იქნა თამაშის წინა სერიით ცნობილი კაროლინა ბეკერის თაოსნობით, სადაც მიიღო ხერხემლის ტრავმა.[8]
წინააღმდეგობის წევრები ლონდონში ახორციელებენ შეტევას ნაცისტების კვლევით ცენტრზე; ბომბავენ მათ ბაზებს, იპარავენ საიდუმლო დოკუმენტებსა და უხილავ ვერტმფრენებს.[9] მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ნაცისტები ეყრდობიან ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც გადმოეცათ უძველესი ორგანიზაცია "დაატ იხუდისგანსგან". ორგანიზაციამ შეიმუშავა ენერგეტიკული იარაღი, კომპიუტერები "AI", და სუპერ ბეტონი. მთავარი პერსონაჟი იგებს ამ მატერიალის თვისებების შესახებ განკუთვნილი მესამე რეიხის მშენებლობისთვის. მატერიალს მოიპოვებენ ხორვატიაში, სადაც, აქვე პატიმრობაში იმყოფება ამ ბეტონის ერთ-ერთი შემქმნელი სეთ როტი.[10] ბი-ჯეი თანხმდება შეიპაროს ბანაკში და შეხვდეს სეთს. იგი მოახერხებს შეპარვას და შეხვდება სეთ როტს. სეთი უყვება მას, რომ ნაცისტებისა და ებრაელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას იყინებდნენ რობოტების შესაქმნელად და მათ სამართავად. სეთი ბანაკის განადგურების სანაცვლოდ მოწინააღმდეგებს სთავაზობს დახმარებას. ბლაზკოვიჩი მოძებნის ბატარეიას, რომელიც აკონტროლებს ბანაკის რობოტებს, ანადგურებენ ბანკს და ათავისუფლებს პატირიმრებს.[11]
ამის შემდგომ, სეთი მოწინააღმდეგეეებს უმხელს მისი ორდენის რამდენიმე საიდუმლო თავშესაფრის შესახებ. ეს ორდენი 1000 წლის განმავლობაში ფლობდა მეცნიერულ ცოდნას სუპერ ტექნოლოგიებზე , რაც ეხმარებოდა მათ ერს შეენარჩუნებინათ ურთიერთობა ღმერთთან. იგი თანხმდება მისი ადგილსამყოფელის გამხელაზე და ასევე დასძენს, რომ მოწინააღმდეგეებს ესაჭიროებათ წყალქვეშ ნავი , თავშესაფარში შესაღწევად.[12] ბლაზკოვიჩი მოძებნის ნაცისტების წყალქვეშა ნავს, აღჭურვილს ბირთვული საარტილერიო ჭურვებით, თუმცა მის გასააქტიურებლად საჭირო არის კოდის მოპოვება ნაცისტების მთვარის ბაზიდან. ბლაზკოვიჩი უაიტთან ან ფერგიუსთან და სეთ როტთან ერთად შედის წყლქვეშა ბუნკერში. "დაატ იხუდის" ბუნკერში ისინი აღმოაჩენენ სფეროსებურ ბურთს, მძლავრ მაგიური იარაღს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სუპერ ბეტონის განადგურება. უილიამი სფეროს დახმარებით ანგრევს გიბრალტარის სრუტეზე გადმულ ხიდს და აჩერებს მატარებელს, სადაც იმყოფება ნაცისტი მეცნიერი, რომელიც უნდა გაფრინდეს მთვარეზე. იგი კლავს ნაცისტ მეცნიერს, პარავს დოკუმენტებს და მისი სახელით მიფრინავს მთვარის ბაზაზე. კოდის წარმატებით მოპოვებისა და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ბი-ჯეი აღმოაჩენს, რომ ენგელის ხალხი უტევს კრაისაუერის წრეს, რის გმოც იღუპებიან მისი წევრები, მათ შორის კლაუსი და თეკლა (ან ჯეი) და ტყვედ იყვანენ რამდენიმე წევრს.[13] გადარჩენილები მიფრინავენ გენერალ ვილჰელმის ციხესიმაგრეში ანას, სეთისა და ბომბატეს დასახსნელად.
მოწინააღმდეგეები ბირთვულ კოდსა და მაგიურ სფეროს იყენებენ გენერლის ციხესიმაგრეზე თავდასასხმელად. ციხესიმაგრეში შეღწევისას ახერხებენ ტყვეების გადარჩენას, ხოლო შემდეგ, ბლაზკოვიჩი აღმოჩნდება პირისპირ გენერლის წინაშე. გენერალი უაიტის ან ფერგიუსის გვამს უღებს ტვინს და უნერგავს სუპერ რობოტს. რობოტი ებრძოლება მას. მთავარი გმირი შეძლებს მის განადგურებს. შემდგომ გენერალი თავად ჯდება ერთ-ერთ რობოტში. ბლაზკოვიჩი კვლავ ამარცხებს შტრასსეს და გამოჰყავს იგი მისგან, თუმცა გენერლი ყუმბარით იფეთქებს თავს და აზიანებს ბლაზკოვიჩსაც. თამაშის დასასრულს ყველა პერსონაჟი ჯდება ვერტმფრენში და მიფრინავს, ხოლო დაჭრილი ბი-ჯეი რჩება ციხესიმაგრეში და გასცემს ბრძანებას დაბომბონ ტერიტორია[14]
შექმნის ისტორია
2009 წლის ივნისს MachineGames-ის მფლობელმა ZeniMax-მა შეიძინა კომპანია id Software და ყველაფერი რაც მის საკუთრებაში შედიოდა, მათ შორის ვიდეო თამაშები: Doom, Quake და Wolfenstein. Bethesda Softworks-მა MachineGames შესთავაზა ახალი თამაშის შექმნა. MachineGames დაინტერესდა თამაშის Wolfenstein-ის ახალი სერიის შექმნით. 2010 წელს დოკუმენტზე მოეწერა ხელი, რითიც MachineGames ეძლეოდა Wolfenstein: The New Order-ის შექმნის უფლება.[15] თამაშის შექმნის პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.[16]
2013 წელს Bethesda Softwork-მა საზოგადოებას პირველად აცნობა თამაშის შემუშავების შესახებ.[17] თავდაპირველად თამაშის გამოსვლა დაიგეგმა 2013 წლის ბოლოსკენ, თუმცა გამოცემა გადაიდო 2014 წლისთვის.[18] 2014 წლის თებერვალს გახდა ცნობილი, რომ The New Orderჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდოდა 2014 წლის 20 მაისს, ავსტრალიაში 2014 წლის 22 მაისს, ხოლო ევროპაში 2014 წლის 23 მაისს.[19] თუმცა ავსტრალიასა და ევროპაში გმოსვლის თარიღმა უკან დაიწია და გამოიცა 2014 წლის 20 მაისს.[20] თამაშის გამოსვლის შემდეგ, MachineGames შეუდგა დამატებისWolfenstein: The Old Blood-ის შემუშავებას. გამოვიდა 2015 წლის 5 მაისს.[21]
ცენზურა
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად ნაცისტური სიმბოლიკის დატანება სათამაშოებზე არის სისხლის სამართლის დანაშაული.[22]Bethesda Softworks-ის მარკეტინგის მენეჯერის პიტ ჰაინსი თქმით, ვიდეო თამაშები მხატვრული ფილებისგან განსხვავებით მიიჩნევა სათამაშოდ და აიძულებს შემქმნელებს განსაკუთრებული შემთხვევის დროს შეიტანონ მასში გარკვეული ცვლილებები.[23] გერმანიის შემთხვევაში თამაშიდან ამოღებული იქნა ნაცისტური სიმბოლოები: სვასტიკა, ნსდაპ-ის ვერმახტისა და სს-ის ემბლემები (ჩანაცვლებული იქნა თამაშის ლოგოთი), გერმანულ ენაზე სიტყვა ნაციზმი შეცვლილი იქნა "რეჟიმით", ხოლო ნაცისტური მისალმება ჰაილ ჰიტლერ საერთოდ ამოიღეს. ყველაფრის მიუხედავად, The New Order არის პირველი თამაში Wolfenstein-ის სერიდან, რომელიც ოფიციალურად მოხდა გერმანიის ბაზარზე.[24]
დიზაინი
თამაშის ძირითად შთაგონების წყაროდ იქცა წინა სერიები. New Order-ის შემქმნელთა ჯგუფი მას "პირველი პირის მოქმედებითი სათავგადასავლო" ჟანრად მიიჩნევს და ასახელებს, როგორც თამაშის ერთ-ერთ განუმეორებელ ქვაკუთხედად.[25] ოიერფორსის თქმით "ბი-ჯეის ნაცისტების გლობალური იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა ჰგავს დავითისა გოლიათის შერკინებას“. ჯგუფმა შეფასა თამაში, როგორც " იდუმალი იუმორით გაჟღენთილი შავ-ბნელი დრამის ნაზავი". შემოქმედებითი დირექტორის იენს მათისის აზრით "ჩვენ, ალბათ მივიღეთ საკულტო პირველი პირის მსროლელის ჟანრის ფრენჩაიზი უცნაური ახალი სამყაროთი.“[26]
Rage-ის შემდეგ, Wolfenstein: The New Order არის რიგით მეორე თამაში, რომელიც იყენებს id Software-ის id Tech 5თამაშის ძრავას. აღნიშნული ძრავა საშუალებას იძლევ დამატებული იქნას დიდი ოდენობით მცირე დეტალები თამაშის სამყაროში.[27] იენს მათისის თქმით განსაკუთრებით რთულ გარემოში ჯგუფს გაუჭირდა თმაშის 1080p გაფართოებით 60 კადრი წამში შემუშავება.[28] მისივე განცხდებით ძრავის მთავარი უპირატესობა არის სისწრაფე და დეტალიზაცია, მაშინ როდესაც მისი ყველაზე დიდი უარყოფითი არის დინამიური განათება; "მეორეს მხვრივ, სტატიკური განათების რენდერინგი მართლაც გასაოცარია, რომელსაც შეძულია ამის წყალობით შესძინოს მიმზიდველი სანახაობა დეტალებს" - დასძინა მან. მხატვარ აქსელ ტორვენიუსი თამაშის მხატვრული დიზაინის შთაგონების წყაროდ ასახელებს 1960-იანი წლების ფილმებს, კონკრეტულად ჯეის ბონდის სერიას.[29]
The New Order-ის წარმოდგენილია მხოლოდ ერთმოთამაშიან რეჟიმში. შემქმნელების აზრით თამაშისთვის მრავალმოთამაშაინი რეჟიმის შემუშავება არაეფექტიანი იქნებოდა.[30] კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრომა იერკ გუსტაფსონმა გნაცხადა, რომ MachineGames არის "ერთმოთამაშიანი სტუდია".[31]
პერსონაჟები
კაპიტანი უილიამ "ბი-ჯეი" ბლაზკოვიჩი — პროტაგონისტი. აშშ-ის არმიის რეინჯერი, OSA-ის აგენტი. ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ თავში მოხდა შრაპნელის (სკდომი ჭურვი) ნამსხვრევები და შედეგადად აღმოჩნდება პოლონეთის ერთ-ერთ პსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ვეგეტატიურ მდგომარეობაში. თამაშს დასასრულს მძიმედ დაიჭრება და სავარაუდოდ იღუპება.
ანია ოლივა — მედდა, რომელიც ბლაზკოვიჩის ჰოსპიტალში ყოფნისას ზრუნავს მასზე და რომელსაც უყვარდება იგი. ანია დაიბადა პოლონელი ექიმების ოჯახში. იგი ემზადებოდა არქეოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად, მაგრამ ომმა აიძულა დაეტოვებინა ეს სფერო. იგი ეხმარებოდა თავიანთ მშობლებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ფერგიუს რიდი († — დამოკიდებული მოთამაშის არჩევანზე) — ბრიტანელი პილოტი, ბლაზკოვიჩის მეგობარი. წარმომავლობით შოტლანდიელი. გაიზარდა ქ. გლაზგო-ში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში ,დიდი დეპრესიის დროს თავი გაქჰონდა რითიც შეეძლო. ომის დასაწყისში გადავიდა ცენტრალურ შოტლანდიაში, სადაც შეისწავლა ავიამექანიკოსის პროფესია. თუმცა საბოლოოდ გახდა პილოტი. ბუნებით ცინიკოსი. შესაძლებელია მოკლულუ იქნეს გენერალი "თავისქალის" მიერ უაიტის ნაცვლად ან პირიქით - დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე. თამაშის ბოლოს გენერალმა შესაძლოა გამოიყენოს მის ტვინი რობოტის გასაცოცხლებლად, რომელიც იქნება ფინალური ბოსი.
პრობსტ უაიტი III († — დამოკიდებული მოთამაშის არჩევანზე) — აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცი. ბუნებით იდეალისტი.სწავლობდა დიპლომატიას ჰარვარდში, მაგრამ ომის დაწყებისას მიატოვა უნივერსიტეტი და 17 წლის ასაკში წავიდა ომში. შესაძლებელია მოკლული იქნეს გენერლის მიერ ფერგიუსის ნაცვლად, ან პირიქით. აქაც, ფერგიუსის მსგავსად გენერალმა შტრასემ შესაძლებელია გამოიყენოს მისი ტვინი რობოტის გასაცოცხლებლად.
კაროლინა ბეკერი — ანტინაცისტური მოძრაობის ლიდერი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრიულ ქალაქ აიზენშტადტში. იგი დაობლდა მას შემდეგ რაც ნაცისტმა ჯარისკაცმა მამა მოუკლა. ამის შემდეგ, მან საბოლოოდ შიძულა ნაცისტური რეჟიმი და სათავეში ჩაუდგა ანტინაცისტურ მოძრაობას სახელწოდებით "კრაისაუერის წრე". ითვლებოდა გარდაცვლილად Wolfenstein-ში მომხდარი მოვლნების შემდეგ. თუმცა იგი გადარჩა და გადაადგილდებოდა ინვალიდის სავარძლით.
სეთ როტი — წარმომავლობით ებრაელი. მესაათეთ მუშაობდა შტუდგარტში, საიდუმლოდ მონაწილეობდა რევოლუციურ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციაში "დაატ იხუდი". ნაცისტების მოსვლის შემდგომ, იგი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა, მაგრამ, საბოლოოდ გაშიფრეს და გაგზავნეს გამოსასწორებელ შრომით კოლონიაში. ბლაზკოვიჩის დახმარებით მოახერხა გაქცევა და "Kreisauer Kreis"-ის ალყის შემდეგ უვნებელი დარჩა.
კლაუს კროიცი (†) — "კრაისაუერის წრის" წევრი. ადრე იყო ნსდაპ-ის წევრი. ომში მსახურობდა ოფიცრად. ნაცისების მიერ მოკლული იქნ მისი ოჯახი. გადავიდა წინააღმდეგობის მოძრაობის მხარეს. იღუპება "კრაისაუერის წრის" ალყის დროს.
მაქს ჰასი — კლაუს კროცის გერი. დაიჭრა ჭურვის აფეთქებისას და მიიღო ტვინის დაზიანება, რის გამოც, შეუძლია მხოლოდ საკუთარი სახელის წარმოთქმა. არ უყვარს ძალადობა. იგი იმდენად ძლიერია, რომ მის ორგანიზმს შეუძლია რამდენიმე ნასროლი ტყვიის ატანა. ბუნებით კეთილია, ეხმარება და იცავს მის მეგობრებს. უყვარს ჩახუტება.
თეკლა (†) — ჰიპერაქტიური გენიოსი, „კრაისაუერის წრის“ წევრი. თამაშში ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე გადაარჩენს ფერგიუსს. დასაწყისში უნდობლად ეკიდება ბი-ჯეის. დაინტერესებულია გამოთვლებით, მათემატიკითა და გამოთვლითი ალბათობით. მისი ფილოსოფია მოიცავს დეტერმინიზმსა და ნატურალიზმს. იღუპება ნაცისტებთან შეტაკებისას.
ჯეი (†) — გიტარისტი, "კრაისაუერის წრის" წევრი. მიღებული აქვს სახის დამწვრობა და სახის ნაწილი დაფარული აქვს ნაჭრით. მოთამაშეების მიერ შემჩნეული იქნა მსგავსება ცნობილ მუსიკოს ჯიმი ჰენდრიქსთან (ამასადასტურებს რამდენიმე ფაქტი: ჯეი ჰენდრიქსის მსგავსად არის ცაცია, გარეგნულად ჰგავს მის პროტოტიპს და ასევე ერთ-ერთი სცენა, სადაც ჯეი უკრავს ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერა "Voodo Chiled"-იდან ერთ-ერთ პარტიას. იღუპება "კრაისაუერის წრის" ალყის დროს.
გენერალი ვილჰელმ "თავისქალა" შტრასსე († ცნობილია თამაშის წინა სერიებით) — მთავარი ანტაგონისტი, მესამე რეიხის მეცნიერი. «სს-ის» ობერგრუპენფიურერი. ბლაზკოვიჩის მიერ იქნა დაჭრილი დანით, რის გამოც თავს იფეთქებს ყუმბარით და და აზიანებს თამაშის მთავარი გმირს.
ირინა ენგელი — ნაცისტური კონცლაგერ ბელიცის კომენდანტი. ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ერთგული მიმდევარი. სწრაფად მოახერხა კარიერის შექმნა პარტიაში. ექვსი შვილის დედა. პატიმრების გაქცევის შემდეგ იღებს ყბის დაზიანებას, თუმცა გენერალი შტრასსეს ქირურგებიც ახერხებენ დაზიანებული სახის აღდგენას. შემდგომი ბედი გაურკვეველია.
ჰანს ბუბი ვინკლე ((† — დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე) — ენგელის საყვარელი. დაიბადა მედიკოსების ოჯახში. უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად ჩაერიცხა "სს"-ის რიგბში. შემდგომში მიიღო ადგილი ბელიცის კონცლაგერში. აქ მან გაიცნო ენგელი. შესძლებელია მოკლული იქნას ბლაზკოვიჩის მიერ (დამოკიდებულია არჩევანზე).
ფრიდრიხ კელერი (†) - ნაცისტი ოფიცერი , სავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი, სადაც იმყოფებოდა ბლაზკოვიჩი. დაიბადა სტრასბურგში ღარიბ და სასტიკ ოჯახში. როდესაც გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს, კელერის მამა შეუერთდა მოწინააღმდეგეთა მოძრაობას. სიღარიბიდან გამომდინარე დაასმინა მამამისი. მისი ოჯახი შეიპყრეს და გაამწესეს ოსვენციმში, ხოლო ფრიდრიხზე ზრუნვა თავად გენერალმა ითავა. კელერი გახდა შტრასეს ერთგული და თვლიდა მას საკუთარ მამად. მისგან გაიგო ბი-ჯეიმ მოწინააღმდეგეთა ადგილსამყოფელის შესახებ და მის მიერვე იქვე იქნა მოკლული.
ბომბატე - დაბადებული ნამიბიაში, - (იმ დროში ჯერ კიდევ ბრიტანული კოლონია). მას შემდეგ რაც ნაცისტებმა დაიწყეს აფრიკის კოლონიზაცია, გახდა პარტიზანი. შეპყრობილი და გაგზავნილი იქნა ბელიცის კონცლაგერში, საიდანაც გამოჰყავს ბლაზკოვიჩს.
ბობი ბრემი (†) "კრაისაუერის წრის" წევრი. ომის პერიოდში მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში. ნაცისტების გამო დაკარგა ყველაფერი - ცოლი, შვილები და საკუთარი საცხობი ლონდონში. ჩაკეტილია საკუთარ თავში, სრულიად უკონტაქტო. ცხოვრობს მხოლოდ შურისძიების წყურვილით.
რომან ტარგონსკი — ანიას ბაბუა. ბებიასთან ერთად ეხმარება მთავარ პერსონაჟებს მიაღწიონ ბერლინის მატარებლის სადგურამდე.
ოლენკა ტარგონსკაია — ანიას ბებია. ბაბუასთან ერთად ეხმარება მთავარ გმირებს მიაღწიონ ბერლინის რკინიგის სადგურამდე .
საუნდტრეკი
საუნდტრეკი გამოვიდა 2014 წლის 19 მაისს. კომპოზიტორი არის მიკ გორდონი. იგი შედგება 18 კომპოზიციისგან და მთლიანი ხანგრძლოვობა არის 51:53 წუთი.
Wolfenstein: The New Order Original Game - საუნდტრეკი დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსებისგან. მან ბევრი შექება დაიმსახურა სხვადასხვა საიტებისა და გამოცემის მხრიდან.
Wolfenstein: The New Order ‒ Original Game Soundtrack
„Kybernetik (მაიკლ ჯონ გორდონი და რიჩარდ დივაინი)“
2:06
16.
„Ransacked“
5:04
17.
„Prototype“
3:44
18.
„Ende“
6:10
საინტერესო ფაქტები
თამაშში წინააღმდეგობის მოძრაობის ანგარის დიდ მეტალის კარზე აწერია ციფრი 101, რაც მიგვანიშნებს ვიდეო თამაშ Fallout 3-ზე.[32].
თამაშში ნახსენებია მუსიკალური ჯგუფი Die Käfer (ქართ.ხოჭოები) - The Beatles-ის ანალოგი, რომელმაც ნაცისტების მსოფლიოს დაპყრობის შემდეგ შეიცვალა დასახელება გერმანულ ენაზე.[33]
წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბ-ბინის ერთ-ერთ ოთახში მიწაზე დაგდებულ ფიცარზე არის წარწერა IDKFA - ვიდეო თამაშ Doom-ის ჩით-კოდი, იგი განკუთვნილი არის ყველა სახის იარაღებისა და გასაღებების მისაღებად.[34]
თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟის ბობი ბრემის მანქანაში არის ბრელოკი, რომელიც წარმოადგენს Quake 3-ში არსებული ნაღმტყორცნის Rocket Launcher-ის შემცირებულ ვარიანტს.[35].
ნაცისტების მთვარის ბაზის ერთ-ერთ ეკიპაჟის კაბინაში დგას კომპიუტერი, რომლის ეკრანზე განთავსებულია Wolfenstein 3D სკრინშოტი.[36].
Wolfenstein: The Old Blood არის The New Order-ის პრიკველი. სიუჟეტი მიმდინარეობს შემდეგნაირად: 1946 წელს ნაცისტები იგებენ მეორე მსოფიო ომს. მოკავშირეების სასარგებლოდ სიტუაციაში გარდატეხის შესატანად ბი ჯეი ბლაზკოვიჩმა ბავარიაში უნდა განახორციელოს განსაკუთრებული ოპერაცია. მას და რიჩარდ უესლის (ასვე ცნობილი აგენტი ნომერი ერთი) აგზავნიან ვოლფენშტეინის ციხესიმაგრეში ზე საიდუმლო დოკუმენტის მოსაპოვებლად, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გენარალ "თავისქალაზე". თუმცა დავალების დროს მათ აღმოაჩენენ და შეიპყრობენ ნაცისტი ჯარისკაცები. დაკითხვისა და წამების პროცესში შემოაკვდებათ აგენტი უესლი, მაგრამ ბლაზკოვიჩი ახერხებს გქცევას.
წინააღმდეგობის ლიდერის კესლერის დახმარებით ბლაზკოვიჩი აღმოაჩენს, რომ დოკუმენტი ინახება ნაცისტ ნევროლოგ ჰელგა ვონ შაბსთან. იგი არის შეპყრობილი ოკულტიზმით და აწარმოებს გათხრებს, იგი აღმოაჩენს ბოროტი ძალებით შეპყრობილი საიდუმლო არტეფაქტს.[37]
Wolfenstein: The New Order-მა კრიტიკოსებისგან საერთო ჯამში მიიღო პოზიტიური შეფასებები . Metacritic-მა Windows ვერსიას 23 მიმოხილვაზე დაყრდნობით დაუწერა 81/100,[42]Xbox One-ის ვერსიას - 79/100(18 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[43] ხოლო PlayStation 4-ის ვერსია - 81/100 (73 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[44] რაც შეეხება GameRankings: Windows ვერსიას - 84/100 (12 მიმოხილვით), Xbox One - 82/100 (48 მიმოხილვით),[39] PlayStation 4 - 81/100.[40] (48 მიმოხილვით). რეცენზენტებმა მოიწონეს თამაშის თხრობითი სტილი და საბრძოლო მექანიკა.
ძირითადი შექება დაიმსახურა თამაშის საბრძოლო მექანიზმმა. დანიელ ჰინდსი GameSpot-იდან თვლის, რომ სხვადასხვა სახის საბრძოლო მოქმდებებმა და ინტენსიურობამ თამაშის სერიას შესძინა ახალი სიცოცხლე და დასძინა, რომ მან გაამართლა მოლიდინი.[47]
Metro მიმოხილველმა დევიდ ჯენკინსმა თამაში დაასახელა მიმდინარე ერთ-ერთ საუკეთესო ერთმოთამაშიან მსროლელის თამაშად.[55] საიმონ მილერმა VideoGamer.com-დან შეაქო სროლის სისტემა და სტელს მექანიკა,[53] მის მსგავსად, ჰინდსმა (GameSpot) დასძინა, რომ სტელს მექნიკა იყო "მარტივი, მაგრამ ეფექტიანი" და იგი თამაშში ერთ-ერთ საუკეთესო მოვლენად დაასახელა.[47] სტივ ბოქსერმაც (The Guardian) შეაქო თამაშის სტელს სისტემა და უწოდა "ღირსეული".[56]
კოლინ მორიარტიმ (IGN) ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნია თამაშის თხრობითი მხარე და პერსონაჟები. მეტ საკურაოკამ (Computer and Video Games) თამაშის თხრობის სტილი დაახასიათა შემდეგნაირად:"ჭკვიანურად დაწერილი, ბრწყინვალედ გახმოვანებული, კარგად გაპრიალებული".[57] მაიკ ფეიჰიმ (Kotaku) მაღალ დონეზე შეაფასა თამაშის მთავარი პერსონაჟის ბლაზკოვიჩის მახასიათებლები.[58]
The New Order დევს ალტერნატიული ისტორიის კონცეფცია, სადაც აქსისის ძალები იგებენ მეორე მსოფლიო ომს, აღნიშნული GameSot-მა და IGN-მა თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული წერტილად დაასახელეს.[50] ჯეისონ ჰილმა (The Sydney Morning Herald) ამ კონცეფციას უწოდა "შთანთქმელი,[59] ამის პარალელურად, ოუენ ენსლოუმ (The Mirror) დაახასიათა როგორც "დამაინტრიგებელი".[60]
ასევე დადებითად დაახასიათეს გრაფიკული დიზაინი. ჰინდისმა (Gamespot) შეაქო ვიზუალური დიზაინი და ასევე აღნიშნა, რომ ის ზუსტად ასახავს იმ დროინდელ პერიოდს.[47] ლიამ მარტინმა (Digital Spy) დაურთო შერეული კომენტარი დიზაინს და დასძინა, რომ პერსონაჟების მოდელები კარგად არის ანიმირებული, "თუმცა თამაშის დიზაინი ნამდვილად არ არის ახალი თაობის გრაფიკული პოტენციალის ნათელი მაგალითი".[54] ლიამ მარტინის მსგავსად გრაფიკული დიზაინი გააკრიტიკა ალექს ვოლკერმა (ABC).[61]
ბევრი კრიტიკოსი იზიარებს აზრს, რომ The New Order აღმოჩნდა იმაზე უკეთესი ვიდრე მოელოდა.[50][60][62] ჯონ ბლითმა (Official Xbox Magazine) თამაშს უწოდა "მოულოდნელი მარგალიტი".[63]
Wolfenstein: The New Order ასევე მიენიჭა შემდეგი ნომინაციები: "დიდი მოულოდნელობა" (Giant Bomb),[79] "მკითხველთა რჩეული" (Kotaku),[80] "საუკეთესო PC თამაში"(IGN Australia).[67] "საუკეთესო მულტიპლატფორმა" (Hardcore Gamer),[76] "საუკეთესო კონსოლის თამაში"[67] და "PlayStation 3-ის საუკეთესო თამაში" (IGN Australia),[67]Xbox 360-ისა[81] და "Xbox One-ის საუკეთესო თამაში" (IGN).[82]
გამოსვლიდან ერთ კვირაში გაერთიანებულ სამეფოშიWolfenstein: The New OrderTitanfall-ის შემდეგ გახდა 2014 წლის მეორე ყველაზე მეტად გაყიდვადი თამაში. თამაშის სრული გაყიდვების 36 % ამ რეგიონში გაიყიდა.[96] ჟურნალ Market for Home Computing and Video GamesMCV-ზე დაყრდნობით იგი იყო 22-ე ადგილზე 2014 წლის ყველაზე შემოსავლიან თამაშებს შორის .[97]აშშ-ში თამაში იყო მაისის თვის მეოთხე ყველაზე მეტად გაყიდვადი და 2014 წლის მეშვიდე ყველაზე მეტად გაყიდვადი თამაში.[98][99] იგი ასევე PlayStation 4 პლატფორმაზე გახდა 2014 წლის მეხუთე და მეთოთხმეტე ყველაზე გაყიდვადი მაისისა და ივნისის თვეში .[100][101]იაპონიაში პირველი კვირის განმავლობაში PlayStation 4-ისა და PlayStation 3 ვერსიები აღმოჩნდნენ მე-15 და მე-8 ადგილებზე, რომლის საერთო გაყიდვებმა 11,000 კომპიას მიაღწია.[102] 2014 წლის ივნისის მონაცემით ევროპაში თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 400, 000 ეგზემპლიარს, რომელიც €21 მილიონს ეკვივალენტია.[103]
↑Hawryluk, Nick. (7 დეკემბერი, 2014) Game of the Year 2014: Part 1. Press Play TV. Level 17 Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2015.
↑Hawryluk, Nick. (10 დეკემბერი, 2014) Game of the Year 2014: Part 3. Press Play TV. Level 17 Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2015.