„We Shall Overcome“ — გოსპელური ჟანრის საპროტესტო სიმღერა და აფრო-ამერიკული სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის ჰიმნი. ცნობილია, რომ სიმღერის ტექსტი აღებულია ჩარლზ ალბერტ ტინდლის „I'll Overcome Some Day“-დან, რომელიც პირველად 1900 წელს გამოქვეყნდა.[1][2]
შემდგომში სიმღერა ცნობილი გახდა, როდესაც მას, ისევე, როგორც პიტ სიგერის ვერსიას ასრულებდა გაი კარავანი. წლების განმავლობაში მისი საკუთარი ვერსია ჩაწერა მრავალმა შემსრულებელმა, მათ შორის – ჯოან ბაეზმა და როჯერ უოტერსმა.
სქოლიო