Till We Have Faces — ინგლისელი გიტარისტ სტივ ჰეკეტის მერვე სოლო-ალბომი, გამოსული 1984 წელს. ეს არის მუსიკოსის ცდა ე.წ. მსოფლიო მუსიკის ჟანრში. დისკის დიდი ნაწილი ჩაიწერა ბრაზილიაში, ხოლო ხმის მიქსი შესრულდა ლონდონში. ალბომის სათაური მომდინარეობს კლაივ ლუისის რომანის სათაურიდან - მწერლის გავლენა მუსიკოსის შემოქმედებაზე სხვა ალბომებზეც შეიმჩნეოდა.
ალბომის გარეკანის ავტორი, როგორც სხვა დისკებზე, სტივის ყოფილი მეუღლე, კიმ პურია. მთავარ ნახატს ეწოდება Silent Sorrow in Empty Boats, ჯგუფ ჯენესისის სიმღერის მიხედვით.
სიმღერების სია
ორიგინალური გამოცემა
- Duel (სტივ ჰეკეტი) – 4:50
- Matilda Smith-Williams Home for the Aged (ჰეკეტი, ნიკ მაგნუსი) – 8:04
- Let Me Count the Ways (ჰეკეტი) – 6:06
- A Doll That's Made in Japan – 3:57
- Myopia (ჰეკეტი, მაგნუსი) – 2:56
- What's My Name (ჰეკეტი, მაგნუსი) – 7:05
- The Rio Connection (ჰეკეტი) – 3:24
- Taking the Easy Way Out (ჰეკეტი) – 3:49
- When You Wish upon a Star (ნედ ვაშინგტონი, ლი ჰერლაინი) – 0:51
1994 წლის გამოცემა
- What's My Name - 7:06
- The Rio Connection - 3:21
- Matilda Smith-Williams Home for the Aged (რედაქტირებული ვერსია) - 8:07
- Let Me Count The Ways - 6:06
- A Doll That's Made In Japan - 3:57
- Duel - 4:48
- Myopia - 2:56
- Taking The Easy Way Out - 3:50
- The Gulf - 6:33
- Stadiums Of The Damned - 4:37
- When You Wish Upon A Star - 0:48
შენიშვნა: დამატებები The Gulf და Stadiums Of The Damned ასევე მოხვდა ალბომში Feedback 86, რომელშიც შეტანილი იქნა ჰეკეტის გამოუცემელი ჩანაწერები. The Gulf-ს აქ აკლია შესავალი, იგი უფრო მალე წყდება და ახლავს დამატებითი ვოკალიც.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ჯგუფები | |
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|