The Byrds
The Byrds (/ˈbɜrdz/) — ამერიკული როკ ჯგუფი, დაარსებული კალიფორნიაში 1964 წელს[1]. ბობ დილანის ფოლკ მუსიკასა და The Beatles-ის პოპის ჰიბრიდებს შორის არსებულ სიცარიელეზე ხიდის გადებით, The Byrds პოპულარული და გავლენიანი იყო 1960-იან და 1970-იანების დასაწყისში. კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა დიდი წვლილი შეიტანა ისეთი ქვეჟანრების შექმნაში, როგორებიცაა ფოლკ როკი, სფეის როკი, რაგა როკი, ფსიქოდელიური როკი, ჯანგლ პოპი, და 1968 წლის ალბომით Sweetheart of the Rodeo - ქანთრი როკი. შემადგენლობის რამდენიმე ცვლილების ფონზე (მუდმივად ჯგუფის წევრი მხოლოდ წამყვანი მომღერალი/გიტარისტი როჯერ მაკგუინი იყო), 1973 წელს ჯგუფი დაიშალა.
დისკოგრაფია
წევრები
- ორიგინალური წევრები
- როჯერ მაკ-გინი – წამყვანი გიტარა, ბანჯო, Moog-ის სინთეზატორი, ვოკალი(1964–1973, 1989–1991, 2000)
- ჯინ კლარკი – დაირა, რიტმული გიტარა, ჰარმონიკა, ვოკალი(1964–1966, 1967, 1972–1973, 1991)
- დევიდ კროსბი – რიტმული გიტარა, ვოკალი (1964–1967, 1972–1973, 1989–1991, 2000)
- მაიკლ კლარკი – დასარტყმელი საკრავები (1964–1967, 1972–1973, 1991)
- კრის ჰილმენი – ბას-გიტარა, რიტმული გიტარა, მანდოლინა, ვოკალი (1964–1968, 1972–1973, 1989–1991, 2000)
- მომდევნო წევრები
- კევინ კელი – დასარტყმელი საკრავები (1968)
- გრემ პარსონსი – რიტმული გიტარა, ფორტეპიანო, ელექტრონული ორგანი, ვოკალი (1968)
- კლერენს უაიტი – წამყვანი გიტარა, მანდოლინა, ვოკალი (1968–1973)
- ჯინ პარსონსი – დასარტყმელი საკრავები, ბანჯო, ჰარმონიკა, პედლის სტილ გიტარა, რიტმული გიტარა, ვოკალი (1968–1972)
- ჯონ იორკი – ბას-გიტარა, ვოკალი (1968–1969)
- სკიპ ბატინი – ბას-გიტარა, ფორტეპიანო, ვოკალი (1969–1973)
წევრობის ქრონოლოგია (1964–1973)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| შემსრულებლები |
- ლავერნ ბეიკერი
- The Byrds (ჯინ კლარკი, მაიკლ კლარკი, დევიდ კროსბი, კრის ჰილმენი, როჯერ მაკგინი)
- ჯონ ლი ჰუკერი
- The Impressions (ჯერი ბატლერი, ართურ ბრუკსი, რიჩარდ ბრუკსი, ფრედ კეში, სემ გუდენი, კერტის მეიფილდი)
- უილსონ პიკეტი
- ჯიმი რიდი
- Ike & Tina Turner (აიკ ტერნერი, ტინა ტერნერი)
|
---|
| ადრეული შთაგონება | |
---|
| შესრულების გარეშე (აჰმეტ ერტეგუნის სახელობის ჯილდო) | |
---|
| ცხოვრებისეული მიღწევებისთვის | |
---|
|
|
|