Resident Evil 3: Nemesis |
---|
PlayStation-ის ჩრდილო ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო |
დეველოპერ(ებ)ი |
Capcom |
---|
გამომცემელი |
Capcom |
---|
სერია |
Resident Evil |
---|
პლატფორმ(ებ)ი |
PlayStation, Microsoft Windows, Dreamcast, GameCube |
---|
გამოსვლის თარიღი |
- PlayStation
იაპ 22 სექტემბერი, 1999 ჩრდ.ამ. 10 ნოემბერი, 1999 ევრ 17 მარტი, 2000 Microsoft Windows იაპ 16 ივნისი, 2000 ჩრდ.ამ. 4 აპრილი, 2001 ევრ 24 ნოემბერი, 2000 Dreamcast იაპ 16 ნოემბერი, 2000 ჩრდ.ამ. 17 ნოემბერი, 2000 ევრ 21 დეკემბერი, 2000 GameCube იაპ 23 იანვარი, 2003 ჩრდ.ამ. 15 იანვარი, 2003 ევრ 30 მაისი, 2003
|
---|
ჟანრ(ებ)ი |
Survival horror |
---|
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი |
---|
რეჟისორ(ებ)ი |
კაძუჰირო აოიამა |
---|
პროდიუსერ(ებ)ი |
სინძი მიკამი |
---|
მხატვარი |
იასუჰისა კავამურა |
---|
კომპოზიტორი |
მასამი უედა |
Resident Evil 3: Nemesis — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად შემუშავდა PlayStation პლატფორმისთვის 1999 წლის 22 სექტემბერს. გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ Resident Evil 3 პორტირებული იქნა Dreamcast, Microsoft Windows-სა და GameCube-ზე. ეს არის რიგით მესამე ნაწილი Resident Evil-ის სერიიდან და მოქმედება მიმდინარეობს Resident Evil 2-ის მოვლენებამდე და მის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირი არის ჯილ ვალენტაინი (პირველი სერიის პროტაგონისტი), რომელიც ცდილობს ქალაქ რაკუნ-სიტიდან გაქცევას, სადაც ახალი ბიოლოგიური იარაღის შედეგად გავრცელებულია ინფექცია, შექმნილი პარმაცევტული კომპანია Umbrella-ს მიერ. თამაში იყენებს იმავე ძრავს, რასაც მისი წინამორბედი.[1]
წინა სერიებისგან განსახვავებით Resident Evil 3: Nemesis მოქმედებით გეიმპლეიზეა ორიენტირებული. ის არის მესამე პირის ხედვით. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა თავსატეხების გადალახვა. მასში წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მტერი, რომელთანაც მოთამაშეს უწევს შებრძოლება და ასევე ამავე სახელწოდების, საშინელი არსება ნემესისი, რომელიც პერიოდულად ხვდება გზად მთვარ გმირს თამაშის ბოლომდე და ებრძოლება მას.
Resident Evil 3: Nemesis კრიტკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა (სამი მილიონი გაყიდული ასლი მსოფლიოს მასშტაბით). კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს თამაშის დეტალიზირებული გრაფიკა და მთავარი მტერი ნემესისი. თუმცა ზოგიერთმა გააკრიტიკა ის სიუჟეტის მოკლე ხნიანობის გამო. საერთო განხილვების საიტმა Metacritic Dreamcast-ის ვერსიას დაუწერა 79/100,[2]GameCube-ის — 62/100,[3] PC-ის — 71/100,[4] ხოლო GameRankings-ზე შედეგები ამგვარად არის: ; Dreamcast — 81.11%,[5] GameCube — 63.71%,[6] PC — 74.15 %,[7] PS — 88.21%.[8]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | ვიდეო თამაშები |
ძირითადი სერია | |
---|
| რიმეიკები | |
---|
| Revelations | |
---|
| Outbreak | |
---|
| Gun Survivor | |
---|
| Chronicles | |
---|
| სხვა თამაშები | |
---|
|
---|
| ფილმების სერია | |
---|
| ანიმაციური ფილმები | |
---|
| ტელევიზია | |
---|
| სამყარო |
|
---|
| პიროვნებები | |
---|
| შემუშავება | |
---|
| სხვა | |
---|
| |
|