Nowhere Man — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Rubber Soul, [3] რომელიც გამოვიდა 1965 წელს. სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.
სიმღერა ჩაიწერა 1965 წლის 21 და 22 ოქტომბერს. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც თემატურად რომანტიკასა თუ სიყვარულს არ ეხება და აღინიშნება ლენონის ფილოსოფიური სტილის ლირიკით. 1966 წლის 21 თებერვალს სიმღერა ბრიტანეთის ფარგლების გარეთ სინგლზე გამოიცა და ავსტრალიისა და კანადის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა. ბილბორდის 100-ეულში იგი #3 პოზიციაზე მოხვდა.
სიმღერაში ლენონი, მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი მღერიან სამხმიანი ჰარმონიით. სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, სადაც ჯგუფის წევრები ამ სიმღერას უმღერიან ჯერემი ჰილარი ბუბს, „ადამიანს არსაიდან“ შეხვდებიან.
ინტერპრეტაცია
ჯონ ლენონი ამტკიცებდა, რომ სიმღერა საკუთარი თავის შესახებ დაწერ. მან იგი დაწერა 5 საათიანი ფიქრის შემდეგ, ვინაიდან სურდა Rubber Soul-ისათვის კიდევ ერთი სიმღერის შექმნა. ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:
- „იმ დილით შინაარსიანი და კარგი სიმღერის წერაში 5 საათი გავატარე და საბოლოოდ შევეშვი და წამოვწექი. მხოლოდ მაშინ მოვიფიქრე „Nowhere Man“, სიტყვები და მუსიკა, როდესაც დავწექი.“[5]
პოლ მაკ-კარტნი:
- „გათენდა და მთელი ღამის შემდეგ აი ეს იყო ჯონი. მე ვფიქრობ, იმ მომენტში, მას უბრალოდ აინტერესებდა...რა მიმართულებით წავიდოდა და, სიმართლეს ვიტყვი, მეც ასე ვიყავი. მასზე ღელვა დავიწყე“.[6]
პერსონალი
წყაროები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სიმღერები |
|
---|
| სინგლი ალბომის გარეშე | |
---|
| გამოუყენებელი სიმღერა | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
| |
|
|
---|
| | | ისტორია | |
---|
| კონცერტები | |
---|
| დაკავშირებული ადგილები | |
---|
| კომპანიები | |
---|
| შთაგონება | |
---|
| სიები | |
---|
| სხვა მედიაში | |
---|
| სხვა თემები | |
---|
| |
|