ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) (ან ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) 1946-49 წლებში) ფინალი არის საჩემპიონო სერია NBA-ს პლეი-ოფის დასკვნითი სერია. ყველა ფინალი ჩატარებული იქნა საუკეთესო-შვიდი მატჩის ფორმატით, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების (ყოფილი დივიზიონები 1970 წლამდე) გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. გამონაკლისი 1950 წელია, როდესაც აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული შეხვდა დასავლეთ და ცენტრალური დივიზიონებს შორის გამარჯვებულს. 1949 წელს, პლეი-ოფი იყო 3 საფეხურად დაყოფილი, სადაც 2 ნახევარ-ფინალის გამარჯვებული ერთმანეთს ფინალში უპირისპირდებოდნენ.[1][2][3] გამარჯვებული იღებს ლარი ობრაიანის თასს.
საშინაო-გასვლითი ფორმატი NBA ფინალში იყო 2-2-1-1-1 რომელიც (ფორმატის მიხედვით რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგით დამთავრებული გუნდი თამაშობს 1, 2, 5 და 7 მატჩებს) 1985 წლამდე. (გამონაკლისი 1949, 1953 და 1955 წლებია, რომელიც 2-3-2 ფორმატით ჩატარდა).[4][5][6][7] 1956 და 1971 წლები 1–1–1–1–1–1–1 ფორმატში ჩატარდა,[8][9] 1975 და 1978 წლებში 1-2-2-1-1 ფორმატით.[10][11] 1985 წლიდან მოყოლებული ფორმატი 2-3-2 ტარდება (რეგულარულ სეზონში ნაჩვენები საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, 1, მე-2, მე-6 და მე-7 მატჩებს თამაშობს შინ).[12]აღმოსავლეთი კონფერენცია/დივიზიონი სჯობს 35-27 შედეგით დასავლეთ კონფერენცია/დივიზიონს. გაუქმებულ ცენტრალურ დივიზიონს 1 ჩემპიონის ტიტული ეკუთვნის. ბოსტონ სელტიქსის და მინეაპოლის/ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ანგარიშზე ლიგის 66 ჩემპიონობიდან, 33 თასია.
თასები
უოლტერ ბრაუნის თასი
უოლტერ ბრაუნის თასი გადაეცემოდა BAA/NBA ჩემპიონ გუნდს 1949-1977 წლებში. თასს მოგებული გუნდი მომდევნო 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, ხოლო შემდეგ მომდევნო ფინალში გამარჯვებულს გადაეცემოდა, სანამ წინა გუნდის არ მოიგებდა კვლავ. ამ ტრადიციას კვლავ ინარჩუნებს NHL-ის სტენლის თასი დღემდე.
თასს თავდაპირველად NBA ფინალის თასი ეწოდებოდა,[13] მაგრამ სახელი 1964 წელს შეუცვალეს და უოლტერ ბრაუნის თასი უწოდეს, რომელიც თავდაპირველი ბოსტონ სელტიქსის მფლობელი იყო. მან დიდი წვლილი გასწია BAA და NBL ლიგების გაერთიანებისთვის, რის შემდეგადაც 1949 წლიდან NBA მოდის.[14][15]
1977 წლის ფინალისთვის შეიქმნა ახალი დიზაინის თასი, რომელმაც პირველადი ლარი ობრაიანის თასი ჩაანაცვლა. თავდაპირველი ჩემპიონის თასიდან განსხვავებით, ახალი თასი გადაეცემოდა გამარჯვებულ გუნდს საბოლოოდ, ხოლო მომავალი წლისთვის ახალი იქმნებოდა. თასის სახელი 1984 წელს შეიცვალა და წარდგა როგორც ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი, რომელიც NBA ყოფილი რწმუნებული იყო.[16][17][18]
თასის ინაუგურაციის წლის გამარჯვებული ფილადელფია უორიორსი გახდა, რომელმაც ფინალში ჩიკაგო სტეგსი დაამარცხა.[19]ბოსტონ სელტიქსმა თასის მოპოვება 14-ჯერ შეძლო, რაც ყველაზე მეტია ლიგის ისტორიაში. 1957-1969 წლებში, მათ 13 სეზონის განმავლობაში 11 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს, აქედან 8-ჯერ ზედიზედ მოიგეს. თასის უკანასკნელი გამარჯვებული ფილადელფია სიქსერსია, რომელმაც 1983 წლის NBA ფინალშილოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თასის სახელი შეიცვალა 1984 წელს და იქიდან მოყოლებული მოდის როგორც ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასის სახელით, რომელიც 1957-1983 წლებში NBA რწმუნებულის რანგში მყოფ ლარი ობრაიანის პატივსაცემად იქნა დარქმეული.[16] თასი დამზადებულია 6.5 კგ წონის სრულიწონის ვერცხლისგან, რომელსაც 24 კარატის ოქრო აქვს შემოვლებული, და დგას 60 სმ სიმაღლეზე. ეს ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ წარმოდგენას ჰქმნის ბურთის კალათში ჩავარდნის. გამარჯვების წელი და გუნდის სახელი გამოსახულია თასის დასადგამზე.[17][18][20]
a არ არის არანაირ კავშირში ვაშინგტონ უიზარდსთან, რომელიც 1963-1997 წლებში ბალტიმორ/კეპიტალ/ვაშინგტონ ბულეტსის სახელით თამაშობდა.
bNBA-ს წესებით თანახმად, 3 დივიზიონის გამარჯვებულიდან, 1 საუკეთესო რეგულარული სეზონის შედეგის მქონდე გუნდი ფინალში გადიოდა, ხოლო 2 გამარჯვებულს კი NBA ნახევარ-ფინალში უწევდათ თამაში, რომ გაერკვიათ მეორე ფინალისტის ვინაობა. აღმოსავლეთ დივიზიონის ჩემპიონი - სირაკუს ნეიშენალსი იყო საუკეთესო შედეგის მქონე, ცენტრალური დივიზიონის (არანაირი კავშირი არ აქვს ახლანდელ ცენტრალურ დივიზიონთან) გამარჯვებული მინეაპოლის ლეიკერსი დაუპირისპირდა დასავლეთ დივიზიონის ჩემპიონ ანდერსონ პეკერსის გუნდს NBA-ს ნახევარ-ფინალში.[26][27]
c თასის სახელი შეიცვალა და უოლტერ ბრაუნის თასი ეწოდა.
d თასი ჩანაცვლებული იქნა ახალი დიზაინით.[17][18][54]
e თასის სახელი შეიცვალა და ლარი ობრაიანის თასი ეწოდა.
f ლოკაუტის გამო, სეზონი 1999 წლის 5 თებერვლამდე არ დაწყებულა. 29 გუნდმა შემოკლებული 50 მატჩიანი რეგულარული სეზონი ჩაატარა.[75][89]
g ლოკაუტის გამო, სეზონი 2011 წლის 25 დეკემბრამდე არ დაწყებულა. 30 გუნდმა შემოკლებული 66 მატჩიანი რეგულარული სეზონი ჩაატარა.[88][90][91]
↑Walter A. Brown. hoophall.com. Naismith Memorial Basketball Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 22, 2013. ციტირების თარიღი: September 17, 2011.
↑ 16.016.1Lawrence O'Brien. hoophall.com. Naismith Memorial Basketball Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2008. ციტირების თარიღი: August 3, 2008.