Islands (ქართ. კუნძულები) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1971 წლის 3 დეკემბერს. ეს იყო უკანასკნელი სტუდიური ალბომი, სანამ გამოვიდოდა ტრილოგია Larks' Tongues in Aspic, Starless and Bible Black და Red, ასევე უკანასკნელი, რომელშიც იყო პიტერ სინფილდის ტექსტები.
კრიტიკოსებმა დისკს მრავალფეროვანი შეფასებები მიანიჭეს.
მუსიკა
მელოდიის „The Letters“ ჰარმონიული საწყისი მომდინარეობს Giles, Giles and Fripp-ის „Why Don't You Just Drop In“, რომელიც შეტანილია კომპილაციაში The Brondesbury Tapes.[1] ბრიჯის სექცია აღებულია სიმღერის King Crimson-ისეული ვერსიიდან. მას ასრულებს ორიგინალური შემადგენლობდა. კომპოზიციის ამ ნაწილს ეწოდება „Drop In“ და იგი შეტანილია საკონცერტო Epitaph
„Prelude: Song of the Gulls“-ის ორიგინალური საწყისია კვლავ Giles, Giles and Fripp-ის სიმღერა, „Suite No. 1“.[1]
ალბომის გრამფირფიტაზე პირველ გამოცემაში შეტანილია დამალული კომპოზიცია. მეორე მხარის ბოლოს ჟღერს სტუდიური საუბრები, შემდეგ კი – რობერტ ფრიპის ფრაზები: „...What we're going to do, umm... do it twice more, once with the oboe, once without it, and then... we finish“. ჩანაწერი შედიოდა პირველ CD გამოცემაში, მაგრამ შეცდომით ამოღებულია 1989 წლის გამოცემიდან. მოგვიანებით იგი დააბრუნეს სხვა გამოცემებში. საუბარი აგრეთვე ჟღერდა საკონცერტო გამოსვლების წინ, 2014 წლიდან.
გარეკანი
ალბომის ორიგინალურ ბრიტანულ და ევროპულ გამოცემებზე გამოტანილია სამნაწილიანი ნისლეული მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. გარეკანზე არ არის გამოტანილი ჯგუფის ან ალბომის სახელწოდება. ორიგინალურ აშშ და კანადურ გამოცემაზე (Atlantic) გამოყენებულია პიტერ სინფილდის მიერ თეთრ ფონზე მოთავსებული ნახატი ფერადი წარწერით „islands“. ბრიტანულ გამოცემაში ეს ვარიანტი გამოყენებულია თავად გრამფირფიტის კონვერტის სახით. როდესაც King Crimson-ის კატალოგი ხელახლა გამოიცა EG-ის მიერ, მსოფლიო მასშტაბით სტანდარტულად იქცა სამნაწილიანი ნისლეულის გამოსახულება.
გამოცემა
1971 წლის 3 დეკემბერს გამოცემული Islands მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის #30 პოზიციაზე.[2]
2010 წელს King Crimson-ის 40-წლიანი საიუბილეო გამოცემების სერიაში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა. მასში შეტანილია სტივენ უილსონის და რობერ ფრიპის მიერ მომზადებული ალბომის ახალი ახალი სტერეო და 5.1 მიქსები, სიდ სმითის ანოტაციები და მრავალი დამატებითი კომპოზიცია თუ ალტერნატიული ვერსია. CD-ზე წარმოდგენილია უილსონის და ფრიპის სრული სტერეორემიქსი, ისევე, როგორც დამატებითი კომპოზიციები – სტუდიური დუბლებისგან შედგენილი ალბომის თითქმის ალტერნატიული სრული ვერსია, სხვა დუბლები და მიქსები. DVD-A ვერსიაში შეტანილია 5.1 მიქსი (უილსონი), 2010 წლის მიქსის მაღალი რეზოლუციის აუდიო, 30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი რემასტერისთვის გამოყენებული ორიგინალური მიქსი (კვლავ მაღალი რეზოლუციის აუდიო) და დამატებითი მასალის თითქმის 90 წუთი (უმეტესობა გამოუცემელი იყო). ამ მასალის დიდი ნაწილი იწერებოდა ორიგინალური სესიებისას, მაგრამ პირველად მხოლოდ ამ გამოცემაში შევიდა. 40-წლიანი იუბილეს აღსანიშნავ გამოცემაში შედის ყველაფერი „Pictures of a City“-ის ადრეული შესრულებებიდან (ეს იყო ახალი სიმღერებიდან 1969 წლის შემადგენლობის ერთ-ერთი უკანასკნელი) მანამდე უცნობ „A Peacemaking Stint Unrolls“-ამდე (მასში აისახა ადრეული ჩანაფიქრები და ისეთი ელემენტები, რომლებიც ჯგუფის შემდგომ ალბომებზე გამოჩნდა), ფრიპის მიერ მელოტრონზე შესრულებული „Islands“-ის მელოდია, საკონცერტო „Sailor's Tale“ Zoom Club-იდან და სხვა მასალა.[3][4]
შეფასება
თანამედროვე მიმოხილვაში AllMusic Islands-ს უწოდებს „ადრეულ პერიოდში King Crimson-ის ყველაზე სუსტ ალბომს“ და წერს, რომ იგი არის „ჯგუფის სხვა ადრეულ მცდელობებს შორის ერთადერთი ნამდვილი იმედგაცრუება“.[1]
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი – რობერტ ფრიპი, ყველა ტექსტის ავტორი – პიტერ სინფილდი.
|
|
1. | „Formentera Lady“ | 10:18 |
2. | „Sailor's Tale“ (ინსტრუმენტული) | 7:29 |
3. | „The Letters“ | 4:28 |
|
|
4. | „Ladies of the Road“ | 5:31 |
5. | „Prelude: Song of the Gulls“ (ინსტრუმენტული) | 4:14 |
6. | „Islands“ | 9:15 |
7. | უსათაურო (დამალული, იწყება „Islands“-ის დასრულებიდან ერთი წუთის შემდეგ) | 1:36 |
|
|
7. | „Islands“ (სტუდიური დუბლი, ჰობოის დამატებით) | 2:02 |
8. | „Formentera Lady“ (დუბლი 2) | 2:23 |
9. | „Sailor's Tale“ (ალტერნატიული მიქსი) (ფრიპი) | 3:37 |
10. | „A Peace Making Stint Unrolls“ (მანამდე გამოუცემელი) (ფრიპი) | 3:55 |
11. | „The Letters“ (რეპეტიცია/დუბლი) | 2:43 |
12. | „Ladies of the Road“ (რობერტ ფრიპის და დევიდ სინგლტონის მიქსი) | |
|
|
13. | „Pictures of a City“ (Islands-ის შემადგენლობის რეპეტიცია) | |
14. | „Sailor's Tale“ (Islands-ის შემადგენლობის რეპეტიცია) (ფრიპი) | |
15. | „Islands“ (Fragment: Robert Fripp Reference Cassette - Mellotron on Vibes Setting) | |
16. | „Formentera Lady“ (პირველი მიქსი) | |
17. | „Sailor's Tale“ (პირველი მიქსი) (ფრიპი) | |
18. | „Drop In“ (Islands-ის შემადგენლობის ადრეული რეპეტიცია) (ფრიპი, მაიკლ ჯაილზი, გრეგ ლეიკი, იენ მაკ-დონალდი) | |
19. | „The Letters“ (ჩაწერილია ცოცხლად პლიმუთში) | |
20. | „Sailor's Tale“ (ჩაწერილია ცოცხლად Zoom Club-ში) (ფრიპი) | |
21. | „Ladies of the Road“ (რობერტ ფრიპის და დევიდ სინგლტონის მიქსი) | |
22. | „Ladies of the Road“ (დუბლი 5) | |
23. | „Formentera Lady“ (დუბლი 1) | |
24. | „Formentera Lady“ (დუბლი 3) | |
25. | „Formentera Lady“ (დუბლი 4) | |
პერსონალი
- King Crimson
- რობერტ ფრიპი – გიტარა, მელოტრონი, ჰარმონიუმი (6), პროდიუსერი
- პიტერ სინფილდი – ტექსტი, გარეკანის დიზაინი, მხატვრობა, პროდიუსერი
- მელ კოლინზი – საქსოფონი, ფლეიტა, ბას-ფლეიტა (6), ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- იენ უოლესი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- ბოზ ბარელი (მითითებული, როგორც „Boz“) – ბასი, წამყვანი ვოკალი, ქორეოგრაფია, პროდიუსერი
- დამატებითი პერსონალი
- პოლინა ლუკასი – სოპრანო ვოკალები (1)
- კით ტიპეტი – ფორტეპიანო
- რობინ მილერი – ჰობოი
- მარკ ჩერიგი – კორნეტი
- ჰარი მილერი – კონტრაბასი (1, 6)
- უცნობი მუსიკოსები – სიმებიანი საკრავები (5, 6)
- ენდრი ჰენდრიკსონი – ჩაწერა, ხმის ინჟინერი
- ტონი არნოლდი – მასტერინგი
- Vick & Mike – ტექნიკა
- რობერტ ელისი – ფოტოგრაფია
- 2009 წლის 40-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემის პერსონალი
- სტივენ უილსონი – ხმის მიქსი, პროდიუსერი, კომპილაცია და კოორდინაცია
- საიმონ ჰეიუორთი (Super Audio Mastering) – სტერეოფაილების მომზადება, 5.1 ვერსიის მასტერინგი
- კლერ ბიდუელი (Opus Productions) – DVD-ის დიზაინი
- ნილ უილკსი (Opus Productions) – DVD-ის ავტორინგი და შედგენა
- ჯონ ურბანი, ბობ რომანო, ბობ სკუაირსი, პატრიკ კლისბი, ტიმ მაკდონელი და კრის გერჰარდი – DVD-ის QC შემოწმება
- კევინ ვანბერგენი (FX Copyroom) – მრავალფირიანი ვერსიის აღდგენა და გადატანა
- ალექს რ. მუნდი – DGM-ის ფირების დაარქივება
- ჰიუ ო'დონელი – მხატვრობა და დიზაინი
- დეკლენ კოლგენი (DGM) – შედგენა, კოორდინაცია
- სიდ სმითი – ანოტაციები, შედგენა, კოორდინაცია, რჩევები
- ჯონ კიმბერი – აშშ-ის გრამფირფიტის გამოცემის სკანირება
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| ProjeKcts | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები |
სტანდარტული გამოცემები | |
---|
| Collector's Club | |
---|
|
---|
| კომპილაციები | |
---|
| ძირითადი ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| დაკავშირებული |
|
---|
| |
|