Ghost — შვედური როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლინჩეპინგში 2006 წელს.[1] ის ცნობილია თავისი ექსცენტრიული ბრენდინგით, რომელმაც, საზოგადოებასთან დაპირისპირებებთან ერთად, ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა. ჯგუფის რვა წევრიდან შვიდს, რომელთაც იცნობენ „უსახელო ალგულების“ სახელით, აცვია პრაქტიკულად იდენტური, სახის დამფარავი კოსტიუმები. მერვე წევრი ჯგუფის ლიდერი ტობიას ფორჯია, რომლის სცენური სახელიც არის Papa Emeritus (მამა ემერიტუსი). Ghost-მა 2016 წელს აიღო გრემი სიმღერისთვის „Cirice“.
სქოლიო