Emirates Palace

Emirates Palace (5)

არაბ. قصر الإمارات
მდებარეობა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები აბუ დაბი
კოორდინატები: 24°27′43″ ჩ. გ. 54°19′00″ ა. გ. / 24.46194° ჩ. გ. 54.31667° ა. გ. / 24.46194; 54.31667
მმართველი Mandarin Oriental Hotel Group
მფლობელი აბუ დაბის მთავრობა
ისტორია
გახსნის თარიღი 2005
სტატისტიკა
რესტორნების რაოდენობა 8
ნომრების რაოდენობა 394
ლუქსის კლასი 92
სართულების რაოდენობა 4
ოფიციალური ვებ-გვერდი

სასტუმრო Emirates Palace (არაბ. قصر الإمارات, ქართ. საამიროების სასახლე) — მდიდრული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აბუ დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. სასტუმროს პროექტი დაიწყო 2001 წლის დეკემბერში. [1] თავდაპირველად კემპინსკის მმართველობაში იყო 2005 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. 2020 წლის 1 იანვრიდან მართავს მანდარინ ორიენტალი. მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ დაგეგმილია მისი სრული განახლება [2]

მშენებლობა

შენობა დააპროექტა ბრიტანელმა არქიტექტორმა ჯონ ელიოტმა რეზა რაჰმანიანთან თანამშრომლობით. სასტუმროს დიზაინი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურული ელემენტების: წონასწორობა, გეომეტრია, პროპორცია, რიტმი და იერარქიული აქცენტი, თანმიმდევრულ შერწყმას. შენობის თავზე გრანდიოზული გუმბათია. ასევე დომინირებს ზემოთ მდებარე 114 პატარა გუმბათი. შენობის ფერი ასახავს არაბეთის უდაბნოში ქვიშის სხვადასხვა ჩრდილებს. სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2001 წლის დეკემბერში, ინტერიერის მოწყობა შესრულდა Depa Interiors Abu Dhabi-ს მიერ. სასტუმრო 2005 წლის თებერვალში გაიხსნა. მშენებლობის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს (11,02 მილიარდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰემი), რაც მას მესამე ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროდ აქცევს ლას-ვეგასის კოსმოპოლიტის (ლას – ვეგასში) (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) და სინგაპურის მარინა ბეი სენდსის (5,5 მილიარდი აშშ დოლარი) შემდეგ.

ოთახები და კეთილმოწყობა

სასტუმროს ჭერი
სასტუმროს ჭერი
სასტუმროს ინტერიერი
სასტუმროს ინტერიერი

Emirates Palace შედგება 394 რეზიდენციისგან, მათ შორის 92 ლუქსი და 22 ოთახი.[3] რეზიდენციები განლაგებულია როგორც ორ ფრთაში, ასევე მთავარ ცენტრალურ შენობაში. ლუქსების უმეტესობა შესრულებულია ოქროსა და მარმარილოში. მთავარ შენობას აქვს ვრცელი მარმარილოს იატაკი, ხოლო ზედა ნაწილში დიდი შაბლონური გუმბათი, რომელიც მოპირკეთებულია ოქროთი. პენტჰაუსის იატაკზე ექვსი მთავარი ლუქსია განთავსებული, რომლებიც მხოლოდ მაღალი რანგის სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის, სამეფო ოჯახის წევრებისთვის.[4]

ერთი ფრთიდან მეორე ფრთამდე ერთი კილომეტრია. 1,3 კილომეტრზეა გადაჭიმული კერძო სანაპირ ზოლი, წყალქვეშა მუზეუმით. 2500 ადამიანისთვის განკუთვნილი უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი. გარე ტერასები და სასტუმროს დარბაზები იტევს დაახლოებით 20 000 სტუმარს.

სასტუმროში მდებარეობს 40 საკონფერენციო დარბაზი, 2 დიდი ფიტნეს დარბაზი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ფრთაში, 3 საბავშვო კლუბი, 85 ბოტანიკური ბაღი, თეთრი იახტები და ლიმუზინები. თეთრი ქვიშის სანაპირო, საცუარო აუზები, შადრევნები და სპა ცენტრები., 40 – ზე მეტი შეხვედრის ოთახი, იახტების სადგომი, 2 მოედანი ვერტმფრენისათვის, მრავალფეროვანი მდიდრული მაღაზიები და 13 საერთაშორისო რესტორანი.[3]

ღონისძიებები

ქრისტინა აგილერამ კონცერტი გამართა თავის Back To Basics ტურნეს დროს, 2008 წლის 24 ოქტომბერს. ჩვენებას 15,000 ადამიანი დაესწრო და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო . სასტუმრო ასევე ჩანს ახალ ფილმში, Fast and Furious 7, რომელიც გამოვიდა 2015 წელს. [5] სასტუმროს კადრები ასევე იქნა გამოყენებული 2007 წელს ფილმში „სამეფო“. [6]ჯასტინ ტიმბერლეიკი სასტუმროში იმყოფებოდა 2007 წლის 6 დეკემბრის ტურნეს დროს, კონცერტით.[7] Emirates Palace ასევე ჩანს 2019 წლის ფილმში 6 Underground ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად.

გალერეა

სქოლიო

  1. "Emirates Palace Hotel, Abu Dhabi - Hotelmanagement". Hotelmanagement. Archived from the original on 19 August 2018. Retrieved 17 October 2018.
  2. "Archived copy". Archived from the original on 17 December 2019. Retrieved 16 December 2019.
  3. 3.0 3.1 Emirates Palace – Abu Dhabi – United Arab Emirates". Archived from the original on 8 June 2017. Retrieved 14 June 2017.
  4. "Emirates Palace Hotel, Abu Dhabi". Archived from the original on 30 October 2007. Retrieved 9 August 2007.
  5. Abu Dhabi is buzzing with Fast & Furious 7 filming rumours - The National". Archived from the original on 22 June 2015.
  6. "Feeling the heat - The Boston Globe". archive.boston.com. Archived from the original on 28 July 2017. Retrieved 14 June 2017.
  7. Reporter, Natalie Long, Staff (7 December 2007). "Timberlake rocks the crowd in Abu Dhabi". GulfNews. Archived from the original on 17 October 2018. Retrieved 17 October 2018.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!