Carnival Fantasy მომსახურებაში 1990 წელს შევიდა.[1]2008 წელს იგი გაფუჭდა და ერთი თვე მშრალ დოკზე (გემების სარემონტო ადგილი ხმელეთზე) გაატარა. ის მესამე გემი იყო Carnival Inspiration-ისა და Carnival Imagination-ის შემდეგ, რომელმაც სრული განახლება გაიარა.[2] აგებულია 1990 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
სერვისი
Carnival Fantasy-ს თავდაპირველი მშობლიური პორტი იყო მაიამი, რა დროისთვისაც ის პირველი იყო, რომელიც მაიამიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით 3-4 დღიან კრუიზებს ასრულებდა. 1993 წელს მან პორტ-კანავერალში გადაინაცვლა და პირველი „მეგა-გემი“ გახდა, რომელმაც ბინა ამ პორტში დაიდო. 2006 წელს Carnival Fantasy დაზიანდა და კარნივალის პირველი გემი გახდა, რომლის მშობლიური პორტიც ქარიშხალ კატრინას შემდეგ ლუიზიანის ქალაქი ახალი ორლეანი გახდა. აქედან მან მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს მდებარე კუნძულ კოსუმელისა და კოსტა-მაიასკენ დაიწყო 4-5 დღიან კრუიზებში სიარული.