BP plc (ოფიციალური სტილი BP p.l.c., ყოფილი The British Petroleum Company plc და BP Amoco plc ) – ბრიტანული მრავალეროვნულინავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ინგლისში. ის მსოფლიოს შვიდი უდიდესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიიდან ერთ-ერთია.[4] ის არის ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია, რომელიც მუშაობს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ყველა სფეროში, მათ შორის ძიებისა და მოპოვების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ვაჭრობის ჩათვლით.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, BP ოპერირებდა მსოფლიოს თითქმის 80 ქვეყანაში, აწარმოებდა დაახლოებით 3,7 მილიონ ბარელს დღეში (590 000 მ3/დღეში) და ჰქონდა 19 945 მილიარდი ბარელის (3.1710×109 მ3) ეკვივალენტი ნავთობი დადასტურებული მარაგის სახით.[1] კომპანიას აქვს დაახლოებით 18 700 ბენზინგასამართი სადგური მთელს მსოფლიოში. მისი უდიდესი განყოფილებაა BP America შეერთებულ შტატებში. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, BP მ განაცხადა, რომ გაყიდიდა ნახშირწყალბადების მარაგებითა და წარმოებით მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობისა და გაზის საჯარო ვაჭრობის რუსული კომპანია Rosneft- ის 19,75%-იან წილს.[5][6] ერთ-ერთი შეფასებით, BP არის მსოფლიოში 357-ე უდიდესი საჯარო კომპანია.[7]
BP-ის წარმოშობა თარიღდება 1908 წელს ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანიის დაარსებით, რომელიც დაარსდა როგორც Burmah Oil Company- ის შვილობილი კომპანია ირანში აღმოჩენილი ნავთობის გამოსაყენებლად. 1935 წელს იგი გახდა ანგლო-ირანული ნავთობკომპანია და 1954 წელს მიიღო სახელი British Petroleum.[8][9] 1959 წელს კომპანია გაფართოვდა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ალასკამდე . British Petroleum-მა 1978 წელს Standard Oil of Ohio-ს საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. ბრიტანეთის მთავროამ, რომელიც ადრე კომპანიის უმრავლეს წილს ფლობდა, მისი პრივატიზაცია ეტაპობრივად, 1979-1987 წლებში მოახდინა. 1998 წელს British Petroleum Amoco- სთან გაერთიანდა და გახდა BP Amoco plc. 2000 წელს კომპანიამ ARCO და Burmah Castrol შეიძინა. 2001 წელს კომპანიამ კვლავ შეიცვალა სახელი და BP plc გახდა. 2003 წლიდან 2013 წლამდე BP რუსეთში, ერთობლივი საწარმო TNK-BP-ს პარტნიორი იყო.
↑BP.com: History of BP – Post war. ციტატა: „In 1954, the board changed the company's name to The British Petroleum Company“ ციტირების თარიღი: 3 July 2010
↑Tharoor, Ishaan (2 June 2010). „A Brief History of BP“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2010. ციტირების თარიღი: 3 July 2010. ციტატა: „In 1954, in an attempt perhaps to move beyond its image as a quasi-colonial enterprise, the company rebranded itself the British Petroleum Company“
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!