Appetite for Destruction

Appetite for Destruction
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 21 ივლისი, 1987
ჩაიწერა სტუდია Rumbo; სტუდია Take One Studio, ბერბანკი; სტუდია Can Am, კალიფორნია, 1987
ჟანრი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 53:48
ენა ინგლისური
ლეიბლი Geffen
პროდიუსერი მაიკლ კლინკი
Guns N' Roses — ქრონოლოგია
Live ?!*@ Like a Suicide
(1986)
Appetite for Destruction
(1987)
Guns N' Roses (EP)
(1988)
სინგლები ალბომიდან Appetite for Destruction
  1. „It's So Easy“
    გამოცემის თარიღი: 15 ივნისი, 1987 (1987-06-15)
  2. „Welcome to the Jungle“
    გამოცემის თარიღი: 3 ოქტომბერი, 1987 (1987-10-03)
  3. „Sweet Child o' Mine“
    გამოცემის თარიღი: 18 აგვისტო, 1988 (1988-08-18)
  4. „Paradise City“
    გამოცემის თარიღი: 30 ნოემბერი, 1988 (1988-11-30)
  5. „Nightrain“
    გამოცემის თარიღი: 29 ივლისი, 1989 (1989-07-29)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
Sputnikmusic4.5/5[2]
რობერტ კრისტგოუB−[3]
Rolling Stone5/5 stars[4]

Appetite for Destruction (ინგლ. განადგურების მადა) — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფ Guns N' Roses-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 1987 წლის ივლისში ლეიბლზე Geffen Records. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. დისკი მოხვდა ამერიკული ’ბილბორდის’ 200-ეულში. 2008 წლის მონაცემებით მას RIAA-სგან 18-ჯერ აქვს მინიჭებული პლატინის სტატუსი[5], ხოლო მსოფლიო მასშტაბით ამავე წლის მონაცემებით, მისი გაყიდული ასლების რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.[6] იგი ითვლება ყველა დროის ყველა გაყიდვად სადებიუტო ალბომად, რითაც უსწრებს ჯგუფ „ბოსტონის“ სადებიუტო დისკს Boston, რომელსაც 17 გზის პლატინა აქვს მიღებული.[7]

შექმნა

1988 წლის ინტერვიუში ექსლ როუზი ამბობდა, რომ ალბომის სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა ლოს-ანჯელესის საკლუბო ტურის პერიოდში. მოგვიანებით ჯგუფის ალბომებზე გამოჩნდა სიმღერები, რომლებიც ამ პერიოდში და ამ ალბომისთვის იქმნებოდა - Back Off Bitch, You Could Be Mine, ნოემბერი Rain და Don't Cry. ამბობდნენ, რომ ნოემბერი Rain არ შესულა ამ ალბომში, ვინაიდან უკვე დაიგეგმა სიმღერის Sweet Child 'O Mine შეტანა და ალბომზე უკვე იყო ერთი ბალადა (თუმცა, ეს პოლიტიკა შეიცვალა ალბომებზე Use Your Illusion I და Use Your Illusion II, სადაც ერთ ბალადაზე მეტი იყო შეტანილი.[8]

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების ავტორებად ჯგუფის ხუთივე წევრია დასახელებული, მათი უმეტესობის ჩაწერა სოლო-კომპოზიციების სახით დაიწყო, თითოეული წევრის მიერ. ასეთებია It's So Easy (დაფ მაკ-კეგენი) და Think About You (იზი სტრედლინი). Rocket Queen იყო ადლერის/სლეშის დაუსრულებელი სიმღერა, რომელიც მათი წინა პროექტისათვის Road Crew დაიწერა. Anything Goes, რომლის ავტორიც ჰოლივუდი როუზი იყო (სიმღერა შეტანილი იქნა კრებულში The Roots of Guns N' Roses) ასევე Appetite-ისათვის გადამუშავდა.

სხვა სიმღერებში ასახულია ჯგუფის რეაქცია ლოს-ანჯელესის როკ-ენ-როლური ანდერგრაუნდის დებოშზე. ასეთია Welcome to the Jungle, დაწერილი ექსლის მიერ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ვიზიტის გავლენით.[9] სიმღერების ნაწილში გამახვილებულია ყურადღება ჯგუფის წევრთა ადრეულ წლებზე. ასეთი სიმღერაა Out ta Get Me, ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა.[10] სიმღერების ნაწილი ეძღვნება ჯგუფის წევრთა მეგობარ გოგონებს - Sweet Child o' Mine, Think About You, My Michelle, You're Crazy და Rocket Queen.

ინფორმაცია სიმღერებზე

Welcome to the Jungle

გამოიცა ჯგუფის პირველი სინგლის სახით, 1987 წლის 3 ოქტომბერს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის #7 პოზიციაზე. სინგლში შეტანილია AC/DC-ს სიმღერის Whole Lotta Rosie ქავერ-ვერსია. ბრიტანულ გამოცემაში მის მაგივრად წარმოდგენილი იყო Mr. Brownstone, სტუდიური ალბომიდან. 2009 წელს არხმა VH1 Welcome to the Jungle დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მძიმე როკ სიმღერად.

Out ta Get Me

ტექსტში აქცენტია ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც მას ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა. გიტარისტ სლეშის თქმით, ეს სიმღერა უფრო სწრაფად დაიწერა, ვიდრე Welcome to the Jungle, ანუ სამ საათზე ნაკლებ პერიოდში.[10]

Paradise City

თავის ავტობიოგრაფიაში სლეში საუბრობს, რომ ეს სიმღერა დაიწერა ნაქირავები ავტოფურგონის სალონში, როდესაც ჯგუფი ბრუნდებოდა სან ფრანცისკოდან, სხვა ჯგუფთან, Rock N Riders ერთად. იგი ამტკიცებს, რომ ჯგუფი ნამდვილად ამ ფურგონის უკანა ნაწილში იჯდა, სვამდა და უკრავდა აკუსტიკურ გიტარებზე და სწორედ მაშინ იქნა მოფიქრებული სიმღერის შესავალი. დაფ მაკ-კეგენმა და იზი სტრედლინმა მასთან ერთად დაიწყეს დაკვრა. სლეშმა წაიღიღინა მელოდია, ხოლო ექსლმა მხარი აუბა ტექსტით Take me down to the Paradise City. სლეშმა დაამატა Where the grass is green and the girls are pretty. ამის შემდეგ ექსლმა გაიმეორე პირველი სტრიქონი, ხოლო სლეშმა ჩასვა Where the girls are fat and they've got big titties. ექსლმა დაასრულა Take . . . me . . . home!. სლეშს მოეწონა თავისი მეორე სტრიქონი, თუმცა ჯგუფის დანარჩენი წევრების აზრი განსხვავდებოდა.

My Michelle

სიმღერა ეძღვნება ჯგუფის მეგობარ მიშელ იანგს, რომელსაც მადლობას უხდიან ალბომის 'Appetite For Destruction' გარეკანზე. ექსლის თანახმად, იგი და იანგი იმყოფებოდნენ მანქანაში, როდესაც რადიოში ჟღერდა ელტონ ჯონის Your Song. იანგმა მაშინ ახსენა, რომ ყოველთვის სურდა, მის შესახებ ვინმეს სიმღერა შეექმნა. მოგვიანებით იგი კმაყოფილი დარჩა ამ კომპოზიციით,

Sweet Child O' Mine

ალბომის მეცხრე სიმღერა და მესამე სინგლი. იგი გამოვიდა 1988 წლის 18 აგვისტოს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის სათავეში, იქცა რა ჯგუფის ერთადერთ #1 აშშ სინგლად. ბრიტანეთში მან #6 პოზიციამდე მიაღწია.

სიმღერის ტექსტში საუბარია ექსლის იმ პერიოდის მეგობარ გოგონაზე ერი ევერლიზე. ნაწყვეტი, რომელიც ჟღერს დასაწყისში მხოლოდ ხუმრობაა - სლეში აწყობდა გიტარას და შემთხვევით დაუკრა ცირკის ტიპის მელოდია.

You're Crazy

თავდაპირველად იგი დაიწერა, როგორც აკუსტიკური ნომერი, მაგრამ ალბომისთვის Appetite for Destruction გადამუშავებული იქნა.[11]. ეს ვერსია არის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კომპოზიცია. უფრო ნელი, აკუსტიკური მოხვდა ალბომში G N' R Lies. მოცემული ვერსია ასევე სრულდებოდა ელექტრონულ გიტარებზე. მისი ერთ-ერთი ჩანაწერი შესულია ალბომში Live Era: '87–'93).

სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო Fucking Crazy.[11]

Anything Goes

ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც 1981 წელს დაიწერა[12] მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო My Way, Your Way.[13]

გაფორმება

გარეკანის თავდაპირველი ვერსია, რომელიც რობერტ უილიამსის ნახატს ეფუძნებოდა. რობოტის ტიპის მოძალადეს სჯის ლითონის შურისმაძიებელი.

ალბომის ორიგინალური ყდა ეფუძნებოდა რობერტ უილიამსის ნახატს Appetite for Destruction. მასზე გამოსახული იყო რობოტის ტიპის მოძალადი, რომელსაც ლითონის შურისმაძიებელი სჯიდა. მას შემდეგ, რაც ამის გამო რამდენიმე სარეალიზაციო ქსელმა უარი თქვა ალბომის გავრცელებაზე, მოხდა გარეკანის შეცვლა - ნახატით, რომელზეც გამოსახული იქნა ჯვარი ჯგუფის წევრების სახეებით თავის ქალების სტილში. ალბომის უკანა გარეკანზე გამოყენებულია რობერტ ჯონის, მარკ კენტერისა და ჯელ ლიუს ფოტოსურათები. 2008 წლის გრამფირფიტის გამოცემაზე დაგეგმილი იყო ორიგინალური გარეკანის აღდგენა, მაგრამ ლეიბლმა იგი შეცვალა თავის ქალების ვერსიით.[14] ვინილის ხელმეორე გამოცემაზე ჯგუფის შემოქმედებაში პირველად იქნა წარმოდგენილი გაფრთხილება Parental Advisory. მანამდე იგი იბეჭდებოდა კომპაქტ-დისკის პოლიეთილენის შეფუთვაზე (ასევე აუდიოკასეტაზე) და მოგვიანებით - თავად ყუთზე.

ისეთ გამოცემებზე, რომლებიც ორგვერდიან ფორმატს ითვალისწინებდა (გრამფირფიტები და აუდიოკასეტები), გვერდებს ეწოდებოდა არა A და B, არამედ G და R. სიმღერები 1-6 (ანუ G გვერდი) წარმოადგენდნენ სიმღერებს ნარკოტიკებსა და ქალაქის ცხოვრებაზე. მეორე გვერდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო სიმღერები სიყვარულზე, სექსსა და ურთიერთობებზე, იყო R გვერდი.

გავლენა და წარმატება

  • 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი Appetite for Destruction-ს უწოდა 1980-იანი წლების რიგით 20-ე საუკეთესო ალბომი.
  • იგივე ჟურნალმა მოგვიანებით ეს ალბომი შეიყვანა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #61 პოზიციაზე.[15]
  • 2001 წელს ჟურნალმა Q დაასახელა Appetite for Destruction ყველა დროის 50 ყველაზე მძიმე ალბომის რეიტინგში.[16]
  • 2004 წელს ჟურნალმა Q Appetite for Destruction ასევე დაასახელა კლასიკური როკის უდიდეს ალბომებს შორის[17]
  • 2003 წელს ტელეარხმა VH1 Appetite for Destruction დაასახელა ყველა დროის რიგით 42ე საუკეთესო ალბომად.[18]
  • 2002 წელს რესურმა Pitchfork Media დაასახელა Appetite for Destruction რიგით 59-ე პოზიციაზე სიაში 1980-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომი.[19]
  • ჟურნალში Spin ალბომი დასახელდა #18 პოზიციაზე, სიაში 100 საუკეთესო ალბომი, 1985-2005.[20]
  • ჟურნალმა Kerrang! ასევე შეადგინა ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-ალბომის სია, სადაც Appetite for Destruction #1 პოზიციას იკავებდა.[21]
  • როკ-მუსიკის დიდების დარბაზის 200 რჩეული ალბომის სიაში ეს დისკი #32 პოზიციას იკავებს. სია შეადგინა ჩანაწერთა გავრცელების ეროვნულმა ასოციაციამ.
  • 2006 წელს ჟურნალმა Q ეს ალბომი დაასახელა 1980-იანი წლების 40 საუკეთესო ალბომის სიის #10 პოზიციაზე .[22]
  • 2006 წელს ალბომი მოხვდა ჟურნალის Guitar World მიერ შედგენილია ყველა დროის 100 საუკეთესო საგიტარო ალბომის სიის #2 პოზიციაზე.[23]

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორია Guns N' Roses; It's So Easy-ს თანაავტორია უესტ ერკინი. სიმღერის Anything Goes თანაავტორია კრის უებერი.[24] სხვა ავტორები მითითებულია.

#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„Welcome to the Jungle“ექსლ როუზისლეში4:34
2.„It's So Easy“მაკ-კეგენი, უესტ ერკინიმაკ-კეგენი, ერკინი3:23
3.„Nightrain“როუზი, მაკ-კეგენი იზი სტრედლინი, სლეში, მაკ-კეგენი4:29
4.„Out ta Get Me“როუზისტრედლინი, სლეში4:25
5.„Mr. Brownstone“ სტრედლინი, სლეში[25][26][27]სტრედლინი, სლეში3:49
6.„Paradise City“როუზი, მაკ-კეგენი, სლეშისლეში, სტრედლინი, მაკ-კეგენი6:46
7.„My Michelle“როუზისტრედლინი3:40
8.„Think About You“სტრედლინი სტრედლინი3:52
9.„Sweet Child o' Mine“როუზისლეში, სტრედლინი[28][29][30]5:55
10.„You're Crazy“როუზისტრედლინი, სლეში3:17
11.„Anything Goes“როუზი, სტრედლინისტრედლინი, როუზი, კრის უებერი3:26
12.„Rocket Queen“როუზი სლეში, მაკ-კეგენი6:13

პერსონალი

ადგილები ჩარტში

ალბომი

წელი ჩარტი ადგილი
1988 ბილბორდის 200 1
1989

სინგლები

წელი სიმღერა ჩარტი უმაღლესი პოზიცია[31]
1988 Sweet Child O' Mine ბილბორდის 100-ეული 1
მეინსტრიმ როკი 7
Welcome to the Jungle ბილბორდის 100-ეული 7
მეინსტრიმ როკი 37
Nightrain ბილბორდის 100-ეული 93
1989 მეინსტრიმ როკი 26
Paradise City ბილბორდის 100-ეული 5
მეინსტრიმ როკი 14

სერტიფიცირებები

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[32] 3× პლატინა 180 000x
ავსტრალია (ARIA)[33] პლატინა 70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[34] პლატინა 50 000x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[35] პლატინა 250 000*
კანადა (Music Canada)[36] ალმასი 1 000 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[37] ოქრო 25,000[37]
საფრანგეთი (SNEP)[38] 2× ოქრო 200 000*
გერმანია (BVMI)[39] პლატინა 500 000^
იაპონია (RIAJ)[40] პლატინა 200 000^
იტალია (FIMI)[41] ოქრო 50 000*
მექსიკა (AMPROFON)[42] თარგი:Certification Table Entry/MexicanAward 100 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[43] პლატინა 15 000^
შვედეთი (GLF)[44] ოქრო 50 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[45] პლატინა 50 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[46] 3× პლატინა 900 000^
აშშ (RIAA)[47] 18× პლატინა 18 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო

  1. Review. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
  2. Review. Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
  3. Review. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
  4. Review. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
  5. Search Results. Recording Industry Association of America (დეკემბერი 19, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
  6. „Guns N' Roses To Release New Album - Axl Rose Is The Only Original Remaining Member“. Sky News. ოქტომბერი 23, 2008. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
  7. Wall, Mick (2008). W.A.R.: The Unauthorized Biography of William Axl Rose. St. Martin's Press, გვ. 368. ISBN 978-0312377670. 
  8. ''Axl/Slash Interview'', 1988. Hem.passagen.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-11. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  9. Ellin, Doug. (ივლისი 27, 2007) Welcome to the Jungle. TV.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  10. 10.0 10.1 Bozza, Anthony, & Slash (2007). Slash. Harper Entertainment: New York. pp. 109
  11. 11.0 11.1 Song info at GNRSource.com. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  12. Song info at GNRSource.com. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  13. #Davis 2008 pg 166, Crash into Anything Goes, originally titled My Way Your Way by Hollywood Rose, written by Izzy and Chris Webber.
  14. Album cover info at. Musicstack.com (თებერვალი 9, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-17. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  15. Appetite for Destruction - Rolling Stone's 500 Greatest Albums of All Time. Rolling Stone (ნოემბერი 3, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-27. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  16. In our Lifetime #2. Q magazine (ოქტომბერი 1, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2018. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  17. Rocklist.net...Q & Mojo Magazine Special Editions Vol.1. Rocklistmusic.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2010. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  18. „VH1 Ranks 100 Best Rock Albums“. Associated Press. იანვარი 4, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  19. Top 100 Albums of the 1980s. Pitchforkmedia.com (ნოემბერი 20, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-28. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  20. Barger, Al. (ივლისი 3, 2005) Spin magazine's 100 Greatest Albums 1985-2005. Blog Critics magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  21. Guns N' Roses news:. Here Today Gone to Hell (მარტი 4, 2004). ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  22. Q აგვისტო 2006, Issue 241
  23. Guitar World's 100 Greatest Guitar Albums Of All Time. Rate Your Music. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  24. ერლეუაინი, სტივენ თომას. Appetite for Destrucion > Overview. allmusic. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
  25. Slash’s Autobiography
  26. Reckless Roads by Mark Canter
  27. The W. Axel Rose Biography by Mick Wall
  28. Steven Adler: 'I'm Finally Starting To Get The Recognition That I Deserve' | Interviews @. Ultimate-guitar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  29. Kovac, Adam. (აგვისტო 4, 2010) Former Guns N' როუზიs Drummer Steven Adler's Learned From His Mistakes. CHARTattack. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.[მკვდარი ბმული]
  30. Steven Adler: 'Axl Is A$$hole' | News @. Ultimate-guitar.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
  31. Artist Chart History - Guns N' Roses - Singles. Billboard 200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
  32. Argentinian album certifications – Guns – Appetite For D. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
  33. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2017 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  34. Austrian album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Guns N' Roses ველში Interpret. შეიყვანეთ Appetite For Destruction ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  35. Brazilian album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  36. Canadian album certifications – Guns 'N Roses – Appetite For Destruction. Music Canada.
  37. 37.0 37.1 Finnish album certifications – Guns N'Roses – Appetite For Destruction ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  38. French album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  39. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Guns N' Roses; 'Appetite For Destruction') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  40. Japanese album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  41. Italian album certifications – Guns'N' Roses – Appetite for Destruction იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  42. Mexican album certifications – Guns N'roses – Appetite For Destruction ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
  43. New Zealand album certifications – Guns N'roses – Appetite For Destruction. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  44. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  45. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Guns N' Roses; 'Appetite For Destruction'). Hung Medien.
  46. British album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Appetite For Destruction ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  47. American album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH

Read other articles:

Tidslinje för scoutrörelsen redovisar viktiga händelser inom scoutrörelsen. 1907 Robert Baden-Powell 1-7 augusti: Försöksläger på Brownsea Island, med Robert Baden-Powell. 1908 Boken Scouting for Boys utkommer.[1] Emil Winkvist i KFUM startar scoutverksamhet i sin villa i Spånga. Scouting startar i Gibraltar, Malta, Kanada, Australien, Nya Zeeland, Irland och Sydafrika 1909 Ebbe Lieberath Ebbe Lieberath hittar av en slump under en båtresa Scouting for Boys och börjar att översätt...

 

Freedom of communication and expression through various media For other uses, see Freedom of the Press (disambiguation).Free press redirects here. For other uses, see Free Press.Journalism News Writing style Ethics code of ethics Objectivity News values Attribution Defamation Sensationalism Editorial independence Journalism school Index of journalism articles Areas Arts Business Data Entertainment Environment Fashion Medicine Music Politics Science Sports Technology Traffic Weather World Genr...

 

Cet article est une ébauche concernant la botanique et le jardinage ou l’horticulture. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Un projet de jardin d'agrément du XIXe siècle, par Gabriel Thouin Jardin d'agrément d'une maison de maître aux Pays-Bas. Un jardin d'agrément est le plus souvent un enclos privatif attenant à une habitation, dans lequel l'homme organise et contient des végétaux d'agr

Athletics at the1995 Summer UniversiadeTrack events100 mmenwomen200 mmenwomen400 mmenwomen800 mmenwomen1500 mmenwomen5000 mmenwomen10,000 mmenwomen100 m hurdleswomen110 m hurdlesmen400 m hurdlesmenwomen3000 msteeplechasemen4×100 m relaymenwomen4×400 m relaymenwomenRoad eventsMarathonmenwomen10 km walkwomen20 km walkmenField eventsHigh jumpmenwomenPole vaultmenLong jumpmenwomenTriple jumpmenwomenShot putmenwomenDiscus throwmenwomenHammer throwmenJavelin throwmenwomenCombined eventsHeptathlon...

 

Joey O'Brien Datos personalesNacimiento Dublín, Irlanda17 de febrero de 1986 (37 años)Nacionalidad(es) IrlandesaAltura 1.80 metrosCarrera deportivaDeporte FútbolClub profesionalDebut deportivo 2004(Sheffield Wednesday F. C.)Posición CentrocampistaRetirada deportiva 2021[1]​(Shamrock Rovers F. C.)Selección nacionalSelección IRL IrlandaPart. (goles) 5 (0)[editar datos en Wikidata] Joey O'Brien (Dublín, Irlanda, 17 de febrero de 1986) es un exfutbolista...

 

Fête de la Saint-Jean à Braga, en 2012. Les fêtes et jours fériés au Portugal sont un mélange de célébrations religieuses (catholiques romaines) sélectionnées et de jours qui ont une signification historique ou culturelle nationale. Au Portugal, un jour férié (portugais : feriado) est une date calendaire, légalement reconnue et définie dans le Code du travail ainsi que dans le Concordat de 2004, à laquelle la plupart des entreprises et des services non essentiels sont ferm...

TV3

Halaman ini berisi artikel tentang TV3 yang bersiaran di Malaysia. Untuk stasiun televisi lokal di Tangerang, lihat TV3 Tangerang. TV3 (diucapkan sebagai Tivi Tiga) adalah saluran televisi Malaysia free-to-air yang dimiliki oleh konglomerat Media Prima. TV3 adalah stasiun TV tertua ketiga di Malaysia. Ini diluncurkan pada 1 Juni 1984 sebagai saluran televisi swasta pertama dan tertua di negara itu. Per Oktober 2021, TV3 tetap menjadi stasiun televisi yang paling banyak ditonton di Malaysia de...

 

This article is about the film. For details of the real-life rise and fall of Idi Amin, see Idi Amin 1981 Kenyan filmRise and Fall of Idi AminFilm posterDirected bySharad PatelWritten byWade HuieProduced bySharad PatelStarringJoseph OlitaThomas BaptisteLeonard TrolleyDenis HillsCinematographyHarvey HarrisonEdited byKeith PalmerMusic byChristopher GunningDistributed byInternational Film Marketing[1]Release date 25 August 1981 (1981-08-25) Running time101 minutesCountries...

 

Election for the governorship of the U.S. state of Alaska For related races, see 1958 United States gubernatorial elections. 1958 Alaska gubernatorial election November 25, 1958 1962 →   Nominee William A. Egan John Butrovich Party Democratic Republican Running mate Hugh Wade K.F. Dewey Popular vote 29,189 19,299 Percentage 59.6% 39.4% Results by election districtEgan:      40–50%      50–60%    ...

Este artículo o sección necesita referencias que aparezcan en una publicación acreditada.Este aviso fue puesto el 24 de octubre de 2015. José Manuel Villalpando César Director general del Instituto Nacional de Estudios Históricos de las Revoluciones de México 2008-2012Presidente Felipe CalderónPredecesor Pablo Serrano ÁlvarezSucesora Patricia Galeana Información personalNacimiento 4 de octubre de 1957 (66 años)Ciudad de México (México) Nacionalidad MexicanaFamiliaPadres José Man...

 

Modified and decorated jacket worn in biker, metal and punk subcultures This article is about the type of jacket or vest. For the type of lower-body garment, see Cut-off shorts. For other uses, see Cutoff (disambiguation). This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (January 2018) (Learn how and when to remove this template message) Motorcycle club members...

 

Besi,  26FeKubus dan potongan besi murni Garis spektrum besiSifat umumNama, lambangbesi, FePengucapan/bêsi/[1] Alotroplihat alotrop besiPenampilanmetalik berkilau dengan semburat kelabuBesi dalam tabel periodik Hidrogen Helium Lithium Berilium Boron Karbon Nitrogen Oksigen Fluor Neon Natrium Magnesium Aluminium Silikon Fosfor Sulfur Clor Argon Potasium Kalsium Skandium Titanium Vanadium Chromium Mangan Besi Cobalt Nikel Tembaga Seng Gallium Germanium Arsen Selen Bromin...

1979 studio album by Bonnie TylerDiamond CutStudio album by Bonnie TylerReleasedFebruary 1979Recorded1978StudioRAK Studios, LondonGenreCountry, pop rock[1]Length35:01LabelRCAProducer Robin Geoffrey Cable Ronnie Scott Steve Wolfe Bonnie Tyler chronology Natural Force(1978) Diamond Cut(1979) Goodbye to the Island(1981) Singles from Diamond Cut My Guns Are LoadedReleased: November 1978 Louisiana RainReleased: December 1978 What a Way to Treat My HeartReleased: March 1979 Too Good...

 

Chennai Metro's Green Line metro station Koyambedu Chennai Metro stationKoyembedu StationGeneral informationLocationKoyambedu, Chennai, Tamil Nadu 600107Coordinates13°04′24″N 80°11′30″E / 13.073249°N 80.191584°E / 13.073249; 80.191584Owned byChennai MetroOperated byChennai Metro Rail Limited (CMRL)Line(s)Green Line Red Line  Inter Corridor Line PlatformsSide platform Platform-1 → St. Thomas MountPlatform-2 → M.G.R Chennai CentralPlatform 3 →...

 

この記事は英語版の対応するページを翻訳することにより充実させることができます。(2020年10月)翻訳前に重要な指示を読むには右にある[表示]をクリックしてください。 英語版記事を日本語へ機械翻訳したバージョン(Google翻訳)。 万が一翻訳の手がかりとして機械翻訳を用いた場合、翻訳者は必ず翻訳元原文を参照して機械翻訳の誤りを訂正し、正確な翻訳にし...

Hospital in Eastern Visayas, PhilippinesEastern Visayas Medical CenterShow map of VisayasShow map of PhilippinesGeographyLocationTacloban, Leyte, Eastern Visayas, PhilippinesCoordinates11°15′06″N 125°00′17″E / 11.2515671°N 125.0047052°E / 11.2515671; 125.0047052OrganizationFundingGovernment hospitalTypetertiary level teaching and training hospitalServicesBeds500HistoryOpenedJuly 16, 1916 (Leyte Provincial Hospital as the oldest merged entity) June 18, 1966 ...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2017. SMA YAS BandungInformasiDidirikan29 September 1980JenisSwastaAkreditasiA [1]Kepala SekolahDrs. Usman, M.Si.Jurusan atau peminatanMIPA dan IPSRentang kelasX MIPA, XI MIPA, XI IPS, XII MIPA, XII IPSKurikulumKurikulum 2013Jumlah siswa404 [2]Ala...

 

2013 film directed by Suraj Alex PandianTheatrical release posterDirected bySurajWritten bySurajProduced byK. E. Gnanavel RajaStarringKarthiAnushka ShettySanthanamMilind SomanSumanCinematographyS. SaravananEdited byPraveen K. L.N. B. SrikanthMusic byDevi Sri PrasadProductioncompanyStudio GreenRelease date January 11, 2013 (2013-01-11) (India) Running time162 minutesCountryIndiaLanguageTamilBudget₹35 crore[1]Box office₹20 crore[2] Alex Pandian is a 2013 I...

Статья является частью серии «Термодинамика».Начала термодинамики Исходные положения термодинамики Нулевое начало термодинамики Первое начало термодинамики Второе начало термодинамики Третье начало термодинамики Разделы термодинамики Начала термодинамики Уравне...

 

Former racing series This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Rolex Sports Car Series – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2012) (Learn how and when to remove this template message) Rolex Sports Car SeriesCountryNorth AmericaInaugural season2000Folded2013Prototype ClassesDPGT ClassesGT...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!