50/50[4][5] — 2011 წლის კომედიური დრამა, რომლის რეჟისორია ჯონათან ლევინი, სცენარის ავტორი კი უილ რეისნერი. სიუჟეტი დაფუძნებულია რეისნერის ცხოვრებაზე და მოგვითხრობს 27 წლის ჟურნალისტ ადამ ლერნერზე, რომელიც აღმოაჩენს რომ სიმსივნე აქვს. სურათში მთავარ როლებს ასრულებენ ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, სეთ როგენი, ბრაის დალას ჰაუარდი და ანა კენდრიკი.
ფილმის პრემიერა 2011 წლის 30 სექტემბერს შედგა და მისმა შემოსავალმა დაახ. $40 მილიონს მიაღწია.[3] მან ასევე დაიმსახურა კინოკრიტიკოსთა დადებითი შეფასებები. Rotten Tomatoes-ის მიხედვით ფილმის შეფასებათა 93% დადებითია. ოქროს გლობუსის 69-ე დაჯილდოებაზე მან მოიპოვა ორი ნომინაცია.[6]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო