შეჰზადე ჯიჰანგირი (თურქ. Şehzade Cihangir; დ. 9 დეკემბერი, 1531, სტამბოლი — გ. 27 ნოემბერი, 1553, ალეპო) — სულთან სულეიმანის და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი[1]. სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი შეჰზადე ჯიჰანგირის სახელობისაა.
ბიოგრაფია
შეჰზადე ჯიჰანგირი დაიბადა 1531 წელს სტამბოლში. ის იყო სულეიმან დიდებულის და ჰიურემ სულთნის მეექვსე შვილი და მეხუთე ვაჟი. ტრადიციის მიხედვით ჯიჰანგირი სასახლეში აღიზარდა. შეჰზადეს ჰქონდა თანდაყოლილი ნაკლი — კუზი, ამიტომ ის არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. თუმცა ჯიჰანგირი ძალიან განათლებული იყო, გატაცებული იყო კალიგრაფიით, წერდა ლექსებს ზარიფის (თურქ. Zarîfî);) სახელით, დიდხანს საუბრობდა მამასთან. ჯიჰანგირის ფიზიკური ნაკლის და სანჯაყში არ გაგზავნის მიუხედავად, ჯიჰანგირს ჰყავდა ხარჭა. არსებობს მოსაზრება, რომ ჯიჰანგირს განსაკუთრებულად და ძალიან უყვარდა უფროსი ძმა მუსტაფა (სულეიმან I-ისა და მაჰიდევრან სულთნის შვილი). მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც მუსტაფა სანჯაყში წავიდა, მაშინ ჯიჰანგირი 2 წლის იყო.
სიკვდილი
ჯიჰანგირი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა ალეპოში, მუსტაფას სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (ლეგენდა გვამცნობს, რომ ჯიჰანგირი მუსტფაზე დარდმა შეიწირა).[2] შეჰზადე ჯიჰანგირი დაკრძალეს სტამბოლში, შეჰზადეს მეჩეთში უფროსი ძმის, მეჰმედის გვერდით.
სქოლიო