ჯინა ლოლობრიჯიდა

ჯინა ლოლიბრიჯიდა
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1927
სუბიაკო, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 16 იანვარი, 2023 (95 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1946–1997
მეუღლე(ები) მილკო შკოფიჩი (იქ. 1949; გ. 1971)
ჯილდოები
საპატიო ლეგიონის ორდენი
საპატიო ლეგიონის ორდენი

ლუიჯია (ჯინა) ლოლობრიჯიდა (იტალ. Gina Lollobrigida; 4 ივლისი, 1927, სუბიაკო — გ. 16 იანვარი, 2023, რომი, იტალია) — იტალიელი მსახიობი, ფოტოჟურნალისტი და მოქანდაკე. 1950-იან და 1960-იან წლებში იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მიიჩნევა 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსის ჯილდოზე ნომინირებული იყო სამჯერ, საიდანაც მოიგო ერთი.

ჯინა ლოლობრიჯიდას დებიუტი 1946 წელს შედგა ფილმში „შავი არწივი“; პოპულარობა მოიპოვა „მის იტალიის“ (1947) სილამაზის კონკურსის შემდეგ. ჟერარ ფილიპთან ერთად ითამაშა კრისტიან ჟაკის სათავგადასავლო კომედიაში „ფანფან-ტიტა“. 1950-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა „ვარდისფერი ნეორეალიზმის“ ფილმებში, მ.შ. კომედიებში, რომლებმაც მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა (ლუიჯი კომენჩინის „პური, სიყვარული და ფანტაზია“ და „პური, სიყვარული და ეჭვიანობა“, სადაც ლოლობრიჯიდას პარტნიორი იყო ვიტორიო დე სიკა). შემდგომში მონაწილეობდა უპირატესად გასართობი ხასიათის იტალიურ, ევროპულ და ამერიკულ ფილმებში („სოლომონი და საბაელთა დედოფალი“, „საიმპერიო ვენერა“ და სხვ.). 1970-იან წლებში, აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ლოლობრიჯიდამ დადგა დოკუმენტური ფილმი კუბის შესახებ „ფიდელის პორტრეტი“ (1975), დაკავდა სამხატვრო ფოტოგრაფიით. სხვა ფილმებს შორისაა: „ფრთხილად, ბანდიტები!“, „ღამის ლამაზმანები“, „პროვინციელი“, „რომაელი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „ყოველ სექტემბერს“, „მშვენიერი ნოემბერი“, „მეფე, ქალი, ვალეტი“. 1980-იანი წლებიდან დაკავებული იყო ქანდაკებით.[1]

კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და შემოქმედებისათვის მიღებული ჰქონდა დასავლეთ ბერლინის (1986), კარლოვი-ვარის (1995) და მოსკოვის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები. დაჯილდოვებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით (1995).[1]

ლოლობრიჯიდა 2023 წლის 16 იანვარს, რომში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Босенко В. И. Лоллобриджида Джина // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 766.
  2. „È morta Gina Lollobrigida, aveva 95 anni - Speciali“. ANSA.it (იტალიური). 16 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Morta Gina Lollobrigida, la "bersagliera" del cinema italiano“. la Repubblica (იტალიური). 16 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!