| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
ჯეკ (ჯეკი) რი (ინგლ. Jack (Jackie) Rea; დ. 6 აპრილი, 1921, დანგანონი, ჩრდილოეთი ირლანდია — გ. 20 ოქტომბერი, 2013) — ჩრდილოეთირლანდიელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი. ის ჯარის მეთაური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.
ბიოგრაფია
რი პროფესიონალი გახდა 1947 წელს, ირლანდიის სამოყვარულო პირველობაში გამარჯვების შემდეგ. პირველად ის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა 1949 წელს, მაგრამ მაშინ სადებიუტო მატჩში დამარცხდა. შემდეგ ჯერზე ჯეკიმ პირველობაზე მხოლოდ 1952 წელს ითამაშა პროფესიონალური სნუკერის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, და მიაღწია ნახევარფინალს. შემდეგ ის რამდენიმეჯერ ზედიზედ გამოვარდა პირველივე მატჩებიდან, მაგრამ კვლავ მიაღწია ნახევარფინალს 1955 და 1956 წლებში, თუმცა დამარცხდა ფრედ დეივისსა და ჯონ პულმანთან შესაბამისად. 1957 წელს ის ფინალში გავიდა, მაგრამ პულმანმა ამჯერადაც დაამაცხა რი, ანგარიშით 34:39. მიუხედავად ამისა ჩრდილოეთ ირლანდიელმა გაიმარჯვა News of the World-ზე 1955 წელს, როდესაც თამაშს გამოთიშა ჯო დეივისი.
მიღწევები კარიერაში
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში