ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (ხორ. Socijaldemokratska partija Hrvatske, SDP) - მსხვილი სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია ხორვატიაში. ამჟამად ფლობს ხორვატიის პარლამენტის 56 ადგილს 153-დან. პარტია ჩამოყალიბდა ხორვატიის კომუნისტთა კავშირის ბაზაზე. 1990 წელს მას ეწოდა "ხორვატიის კომუნისტთა კავშირი - დემოკრატიული ცვლილებების პარტია" (Savez komunista Hrvatske – Stranka demokratskih promjena).