ხილდებერტ III (ფრანგ. Childebert III; დ. 678/679 — გ. 14 აპრილი, 711) — ფრანკთა მეფე 695–711 წლებში, თოიდერიხ III-ის ძე, მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი. ხილდებერტი ფრანგულად ნიშნავს: „სიკაშკაშე ბრძოლაში“.
ბიოგრაფია
დაიბადა 678 ან 679 წელს, ზუსტი თარიღი უცნობია. 697 წელს დაქორწინდა ედონაზე, რომელმაც 699 წელს მეფეს ვაჟი, დაგობერტი გაუჩინა. გამეფდა 695 წელს, 16 წლის ასაკში. მთელი თავისი ცხოვრება, საკუთარ, უაზას სასახლეში გაატარა. გარდაიცვალა 711 წლის 14 აპრილს. დაკრძალულია უაზას მახლობლად, წმინდა სტეფანეს ეკლესიაში.
რესურსები ინტერნეტში