ხაშუფსე[1][2] (აფხ. Ҳашыԥсы[3] [ჰაშჷფსჷ]; ჰაშიფსე) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ხაშუფსის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ვაკე, იმერხევი). ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 20 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ხოშუფსე, კოვალევსკოე შუა და ცერკოვნი კოვალევსკოე გამოყოფით შეიქმნა ხოშუფსეს ს/საბჭო ცენტრით სოფ. ხოშუფსეში.
დემოგრაფია
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 217 ადამიანი.
ლიტერატურა
სქოლიო