ცენტრალური პროვინცია (ზამბია)

პროვინცია
ცენტრალური პროვინცია
ინგლ. Central Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი კაბვე
კოორდინატები 14°00′00″ ს. გ. 29°00′00″ ა. გ. / 14.00000° ს. გ. 29.00000° ა. გ. / -14.00000; 29.00000
ფართობი 94 394 კმ²
მოსახლეობა 1 307 111 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 13,85 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

ცენტრალური პროვინცია (ინგლ. Central Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კაბვე.

გეოგრაფია

პროვინციის ფართობი შეადგენს 94 394 კმ²-ს. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება მუჩინგის პროვინციას (ჩრდილო-აღმოსავლეთით), აღმოსავლეთის პროვინციას (სამხრეთ-აღმოსავლეთით), სამხრეთის და ლუსაკის პროვინციებს (სამხრეთით), დასავლეთის პროვინციას (დასავლეთით), ჩრდილო-დასავლეთის და კოპერბელტის პროვინციებს, ასევე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთით).

მოსახლეობა

2010 წლის აღწერის თანახმად პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 307 111 ადამიანს[1].

ადმინისტრაციული დაყოფა

ცენტრალური პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 11 რაიონად:[2]

  • ჩიბომბო
  • კაბვე
  • კაპირი-მპოში
  • მკუში
  • მუმბვა
  • სერენჯე
  • ნგაბვე
  • შიბუიუნჯი
  • ჩისამბა
  • ლუანო
  • ჩიტამბო

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!