ჩხერის ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე ჩხერისწყალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჩხუტუნეთში.
ხიდის აღწერა
ხიდის მალია 5,70 მ. მალთან შედარებით ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე შედარებით დიდია (6,30 მ). ეს გამოწვეულია კლდოვანი ნაპირების სიმაღლით: კლდეთა სიმაღლე (რომლებიც ბურჯთა მაგივრობას სწევენ) წყლის დონიდან 3,60 მ, ხიდის სიგანე 1,90 მ. მარჯვენა მისასვლელის სიგრძეა — 5 მ, სიგანე — 4,20 მ, მარცხენას სიგრძე — 1,50 მ. სიგანე — 3,60 მ. თავბანდის სისქე 50 სმ.
ფოსოები არ გააჩნია, რაც გამოწვეულია მალის სიმცირით. ხიდის ზედაპირი ჰორიზონტალურია, რაც მერმინდელი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. ალბათ, ხიდი ზევიდან იმიტომ გადააკეთეს, რომ გამოყენებული ყოფილიყო ავტომანქანებისათვის. ამჟამად ჩხერის ხიდს ზემოდან ადევს თანამედროვე ხიდი.
დამუშავების ტექნიკის მიხედვით იგი ჩამოუვარდება მიწისა და მახოს ხიდებს, მაგრამ უფრო მაღლა დგას მახუნცეთისა და ფურტიოს ხიდებთან.
ლიტერატურა
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41
რესურსები ინტერნეტში