ჩიტიანის ეკლესის ნანგრევი

ჩიტიანის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიტიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ტერიტორია, რომელზეც ეკლესია დგას, სოფლის სასაფლაოს ეკუთვნის. დარბაზული სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია გეგმით მართკუთხედია. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. დასავლეთით სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შესასვლელი ღიობია დატანებული. ნაგებობის თაღ-კამარა და გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია, კედლები დაშლილი და დეფორმირებულია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!