ჩიკლაიო (ესპ. Chiclayo) — ქალაქი პერუს ჩრდილოეთ ნაწილში. ლამბაიეკეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროდან 13 კილომეტრში, ხოლო ლიმადან 770 კილომეტრში.
ისტორია
ქალაქი დაარსდა XVI საუკუნეში, „სანტა მარია დე ლოს ვალეს დე ჩიკლაიოს", (ესპ. Santa María de los Valles de Chiclayo) სახელწოდებით. ქალაქის სტატუსი მიიღო 1835 წლის 15 აპრილს პრეზიდენტ ფილიპე სანტიაგო სალავერის განკარგულებით. მანვე მიანიჭა გმირი–ქალაქის სტატუსი დამოუკიდებლობისათვის ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის.
ამჟამად ჩიკლაიო პერუს მეოთხე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით ლიმის, ტრუხილიოსა და არეკიპის შემდეგ.