შამქორის ბრძოლა (1826)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შამქორის ბრძოლა.

შამქორის ბრძოლა — ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ირანის არმიასა და რუსეთის ჯარებს შორის 3 (15) სექტემბერს, სოფელ შამქორთან 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომის დროს. ირანის არმიამ 1826 წელს ალყა შემოარტყა შუშის ციხეს და ჯარის ნაწილით თბილისს შეუტია. აგვისტოს დასაწყისში ირანის ჯარის ავანგარდმა შამქორი დაიკავა. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა გადაწყვიტა თბილისისაკენ წამოსული მტრის განადგურება. 3 სექტემბერს რუსეთის ჯარების რაზმმა და სახალხო ლაშქარმა გენერალ ვალერიან მადათოვის მეთაურობით შემხვედრ ბრძოლაში სოფელ შამქრორთან დაამარცხა ირანელთა ავანგარდი და მდინარე შამქორჩაის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული მისი მთავარი ძალები. შამქორის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აბას-მირზა იძულებული გახდა 5 სექტემბერს შუშის ალყა მოეხსნა.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!