შავშეთის ქედი — ქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები — მყინვარული ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.
ლიტერატურა