„ყველაფრის გახსენება“ (ინგლ. Total Recall) — რეჟისორ პოლ ვერჰოვენის მიერ 1990 წელს გადაღებული ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი არნოლდ შვარცენეგერის და შერონ სტოუნის მონაწილეობით. იგი არის ფილიპ დიკის რომანის „მეხსიერების სიღრმიდან“ ეკრანიზაცია. ფილმმა ოსკარი ვიზუალური სპეცეფექტებისთვის მიიღო. აშშ-ში ფილმის შემოსავლებმა 119 400 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, სხვა ქვეყნებში კი – 142 მილიონს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო