ქუთაური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუბანის თემში[2]. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 23 კაცი[1]. მდებარეობს არსიანის ქედის განშტოების, მდინარეების ჩირუხისწყლის და სხალთის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1450 მ., დაბა შუახევიდან 25 კმ, შუბანიდან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეცხოველეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
55[3][4]
|
2014 |
23[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო