ქედიგორის წმინდა გიორგის ეკლესია

ქედიგორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედიგორაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია დგას ბორცვზე. ძეგლი საგრძნობლად დაზიანებულია, ჩამოქცეულია მისი თაღ-კამარა, შემორჩენილია აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ- დასავლეთი კუთხის მცირე ნაწილი. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია აღმოსავლეთიდან დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხელვით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი ჰქონდა, რომლისგანაც მხოლოდ საძირკველი შემორჩა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი და რიყის ქვა.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 176-177

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!