ქალაქ-თანამგზავრი

ქალაქ-თანამგზავრიქალაქი ან დაბა, რომელიც ვითარდება უფრო დიდი ქალაქის (მიზიდვის ცენტრი) ახლოს და არსებითად განიცდის მისი საწარმოო-სამეურნეო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო პროცესების ზემოქმედებას. ქალაქ-თანამგზავრი არ ამჟღავნებს ტენდენციას, შეუერთდეს ცენტრალურ ქალაქს. ქალაქ-თანამგზავრის შექმნას საფუძვლად უდევს ქალაქის მახლობლად სამრეწველო საწარმოების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვათა განლაგება. ქალაქ-თანამგზავრის მთავარი დანიშნულებაა დიდი ქალაქების განტვირთვა ჭარბი მოსახლეობისა და მრეწველობის ზედმეტი კონცენტრაციისგან.

ნაირსახეობა

არსებობს სხვადასხვა ტიპის ქალაქ-თანამგზავრები:

  • საცხოვრებელი - „საძილე ქალაქი“, ჩვეულებრივად, ტრადიციულ კაპიტალისტურ ქვეყნებში;
  • სამრეწველო-სატრანსპორტო;
  • სამეცნიერო-საკურორტო და სხვა.

საქართველო

საქართველოში საბჭოთა პერიოდში ერთი ქალაქ-თანამგზავრი იყო — რუსთავი, რომელსაც სხვა დანიშნულებასთან ერთად თბილისის განტვირთვაც ევალებოდა.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!