ფრეგატი — აფრებიანი, სამანძიანი, ერთგემბანიანი სამხედრო გემი.
ფრეგატი შეიარაღებული იყო რამდენიმე ათეული ზარბაზნით. ზარბაზნები ძირითადად განლაგებული იყო ბორტებზე, მაგრამ ქიმიდანაც და კიჩოდანაც შეეძლო ძლიერი ცეცხლი ეწარმოებინა.
ფრეგატის დანიშნულება იყო შორეული საბრძოლო-სადაზვერვო და კრეისრული რეიდების წარმოება.
გარდა ამ ფრეგატებისა, იყო კიდევ სახაზო ფრეგატები. ესენი ფლობდნენ გაცილებით მძლავრ შეიარაღებას (60 ზარბაზნამდე ) და საზღვაო ბრძოლებში დგებოდნენ საბრძოლო მწყობრში ანუ საბრძოლო ხაზზე.
Gardiner, Robert & Lambert, Andrew, (Editors), (2001) Steam, Steel and Shellfire: The Steam Warship, 1815-1905 (Conway's History of the Ship series), Book Sales,
Gresham, John D. "The swift and sure steeds of the fighting sail fleet were its dashing frigates", Military Heritage magazine, (John D. Gresham, Military Heritage, February 2002, Volume 3, No.4, pp. 12 to 17 and p. 87).