ფრანსუაზ ბარე-სინუსი

ფრანსუაზ ბარე-სინუსი
Françoise Barré-Sinoussi

ფრანსუაზ ბარე-სინუსი 2008 წელს
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1947
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბიოლოგი, ვირუსოლოგი, directeur de recherche, უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი[1]
მუშაობის ადგილი პასტერის ინსტიტუტი[2] და French National Institute of Health and Medical Research[1]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[3] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[4] [5] , King Faisal International Prize in Medicine, Women in Technology Hall of Fame[6] , Fellow of the Academy of Medical Sciences, honorary doctorate from the McGill University, ღირსების ორდენის ოფიცერი[7] , UCL Prize Lecture in Clinical Science, Medal of the City of Paris[8] , ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[9] და doctor honoris causa from the University of Franche-Comté[10] [11]
სამეცნიერო სფერო მიკრობიოლოგია

ფრანსუაზ ბარე-სინუსი (ფრანგ. Françoise Barré-Sinoussi [fʁɑ̃swaz baʁesinusi] ; დ. 30 ივლისი, 1947, პარიზი) — ფრანგი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში (2008, ლუკ მონტანიესთან და ჰარალდ ცურ ჰაუზენთან ერთად). ბარე-სინუსიმ და მისმა ყოფილმა მენტორმა, ლუკ მონტანიემ პრემია მიიღეს ფუნდამენტური შრომებისთვის, რომელმაც გამოავლინა შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის გამომწვევი — ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

ბიოგრაფია

ფრანსუაზ ბარე-სინუსი დაიბადა 1947 წელს პარიზში. ბუნებით და ცოცხალი ორგანიზმებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. თავდაპირველად ბარე-სინუსის მედიცინის შესწავლა სურდა, თუმცა, ოჯახისთვის თანხის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა აერჩია განათლების ყველაზე მოკლე და მატერიალურად ხელმისაწვდომი გზა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას შეუდგა. პარიზის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მან მოხალისედ დაიწყო მუშაობა პარიზის პასტერის ინსტიტუტში და იქვე მიიღო დოქტორის ხარისხი 1975 წელს. დოქტურანტურის შემდგომი სამეცნიერო მუშაობა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბოს ეროვნულ ინსტიტუში (ბეთესდა, მერილენდი). საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ პასტერის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე 1996 წელს გახდა რეტროვირუსების ბიოლოგიის განყოფილების (შემდგომში რეტროვირუსული ინფექციების რეგულირების განყოფილება) ხელმძღვანელი. ის აქტიურად იყო ჩართული ლუკ მონტანიეს გუნდის საქმიანობაში, რომელიც 1982 წელს შიდსის მიზეზის დადგენას ცდილობდა. 1983 წელს ინფიცირებული პაციენტის ლიმფური კვანძის დისექციის გზით მათ გამოყვეს რეტროვირუსი, რომელიც ადამიანის ლიმფოციტებს ესხმოდა თავს და რომელსაც მოგვიანებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ეწოდა. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარება.[12]

1988 წელს ბარე-სინუსიმ პასტერის ინსტიტუტში საკუთარი ლაბორატორია დააფუძნა. მისი ერთ-ერთი მიზანი შიდსის შესაძლო ვაქცინის შექმნა იყო. შემდგომ წლებშიც განაგრძობდა მუშაობა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ შეძენილი იმუნური პასუხის სხვადასხვა ასპექტზე,[13][14] აივ/შიდსის დროს მასპინძელ ორგანიზმში თანდაყოლილი იმუნური მექანიზმების როლზე,[15] აივ-ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემის ფაქტორებზე[16] და აივ-დადებითი ინდივიდების მცირე ჯგუფში გამოვლენილ ფენომენზე, რომელიც ხასიათდება ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარეშე ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვით („ელიტური სუპრესორები“).[17][18]

ბარე-სინუსი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად იყო ჩართული შიდსთან დაკავშირებული სხვადასხა ორგანიზაციის საქმიანობაში, კონსულტირებას უწევდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებულ პროგრამას (Joint United Nations Programme on HIV/AIDS). 1980-იანი წლებიდან აივ/შიდსის საკითხებზე თანამშრომლობდა განვითარებ ქვეყნებში მომუშავე ჯგუფებთან. 2008 წელს ბარე-სინუსმა და მონტანიემ მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. გარდა ამისა, ბარე-სინუსმი არის მრავალი სხვა ჯილდოსა და საპატიო ხარისხის მფლობელი, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2006).[12] 2012 წლის ივლისში აირჩიეს შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად. 2017 წლიდან პენსიაზეა.[19][20]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 https://www.inserm.fr/portrait/histoire/francoise-barre-sinoussi/
  2. www.academie-sciences.fr
  3. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 2017. — გამ. 1. — ISSN 0242-6773
  4. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/2008/barre-sinoussi-bio.html
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. https://www.witi.com/halloffame/
  7. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 2002. — გამ. 102. — P. 7882. — ISSN 0242-6773
  8. http://agenda.germainpire.info/view_entry.php?id=20082
  9. https://www.unige.ch/archives/adm/documents-en-ligne/listes-docteurs-honoris-causa/
  10. https://endirect.univ-fcomte.fr/publication/docteurs-honoris-causa-de-luniversit-de-franche-comt/
  11. http://www-old.univ-fcomte.fr/pages/fr/ecoles-doctorales---universite-de-franche-comte-142.html
  12. 12.0 12.1 ფრანსუა ბარე-სინუსი — ქალი, რომელმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა, «ტაბულა». 30 იანვარი, 2019.
  13. Petitjean, G.L.; Chevalier, M. F.; Tibaoui, F.; Didier, C.L.; Manea, M. E.; Liovat, A.S.; Campa, P.; Müller-Trutwin, M.; Girard, P.M.; Meyer, L.; Barré-Sinoussi, F.O.; Scott-Algara, D.; Weiss, L. (2012). „Level of double negative T cells, which produce TGF-β and IL-10, predicts CD8 T-cell activation in primary HIV-1 infection“. AIDS. 26 (2): 139–48. doi:10.1097/QAD.0b013e32834e1484. PMID 22045342.
  14. Delobel, P.; Nugeyre, M.-T.; Cazabat, M.; Sandres-Sauné, K.; Pasquier, C.; Cuzin, L.; Marchou, B.; Massip, P.; Cheynier, R.; Barré-Sinoussi, F.; Izopet, J.; Israël, N. (2006). „Naive T-Cell Depletion Related to Infection by X4 Human Immunodeficiency Virus Type 1 in Poor Immunological Responders to Highly Active Antiretroviral Therapy“. Journal of Virology. 80 (20): 10229–36. doi:10.1128/JVI.00965-06. PMC 1617280. PMID 17005700.
  15. Liovat, A.S.; Jacquelin, B.; Ploquin, M.J.; Barré-Sinoussi, F.; Müller-Trutwin, M.C. (2009). „African non human primates infected by SIV – why don't they get sick? Lessons from studies on the early phase of non-pathogenic SIV infection“. Current HIV Research. 7 (1): 39–50. CiteSeerX 10.1.1.320.5362. doi:10.2174/157016209787048546. PMID 19149553.
  16. Marlin, R.; Nugeyre, M.T.R.S.; Duriez, M.; Cannou, C.; Le Breton, A.; Berkane, N.; Barré-Sinoussi, F.O.; Menu, E. (2011). „Decidual soluble factors participate in the control of HIV-1 infection at the maternofetal interface“. Retrovirology. 8: 58. doi:10.1186/1742-4690-8-58. PMC 3156730. PMID 21767373.
  17. Saez-Cirion, A.; Hamimi, C.; Bergamaschi, A.; David, A.; Versmisse, P.; Mélard, A.; Boufassa, F.; Barré-Sinoussi, F.; Lambotte, O.; Rouzioux, C.; Pancino, G.; the ANRS CO18 Cohort (2011). „Restriction of HIV-1 replication in macrophages and CD4+ T cells from HIV controllers“. Blood. 118 (4): 955–64. doi:10.1182/blood-2010-12-327106. PMC 3148172. PMID 21642597.
  18. Saez-Cirion, A.; Sinet, M.; Shin, S.Y.; Urrutia, A.; Versmisse, P.; Lacabaratz, C.; Boufassa, F.; Avettand-Fènoël, V.; Rouzioux, C.; Delfraissy, J.-F.; Barré-Sinoussi, F.; Lambotte, O.; Venet, A.; Pancino, G.; ANRS EP36 HIV Controllers Study Group (2009). „Heterogeneity in HIV Suppression by CD8 T Cells from HIV Controllers: Association with Gag-Specific CD8 T Cell Responses“. The Journal of Immunology. 182 (12): 7828–37. doi:10.4049/jimmunol.0803928. PMID 19494307.
  19. „Nobel prize for viral discoveries“. BBC News Online. 6 October 2008.
  20. „HIV discoverer: 'To develop a cure is almost impossible'. CNN. 23 July 2015.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!