უკაიალი — პროვინცია პერუში, ლორეტოს რეგიონში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სან-მარტინის რეგიონი, ხოლო სამხრეთიდან უკაიალის რეგიონი. უკაიალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კონტამანა. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 57 669 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 2 ადამიანს. უკაიალის ფართობია 29 293,47 კმ². პროვინცია იყოფა 6 რაიონად. უკაიალის პროვინციის სტატუსი მიენიჭა 1990 წლის 13 ოქტომბერს.