უდეი ჰუსეინი (არაბ. قصي صدام حسين; დ. 18 ივნისი, 1964 — გ. 22 ივლისი, 2003) — სადამ ჰუსეინის უფროსი შვილი. ერაყის ოლიმპიური კომიტეტის, ერაყის ჟურნალისტთა კავშირისა და ერაყის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ერაყის სტუდენტთა კავშირისა და ერაყის ახლაგაზრდობის კავშირის ყოფილი გენერალური მდივანი. იყო იერუსალიმის განმათავისუფლებელი არმიის წევრი. პარლამენტის წევრი და პოლიტოლოგიის დოქტორი. იგი და მისი ძმა ქუსეი მოკლეს 2003 წლის 22 ივლისს აშშ-ის ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად. დაკრძალეს სოფელ ალ-აუჯაში. 2007 წლის 13 იანვარს მოახდინეს მისი და ქუსეის ცხედრების ექსგუმაცია და დაკრძალეს სადამ ჰუსეინის გვერდით, რომელიც 2006 წლის 30 დეკემბერს დასაჯეს სიკვდილით.
რესურსები ინტერნეტში